პროექტი „გერმანული ენის თვე“ გრძელდება
საქართველო, თბილისი - 11:32 | 21.05.2016 ნანახია: 1780
დღეს, 21 მაისს 14:00 საათზე გოეთეს ინსტიტუტში მოეწყობა საინფორმაციო ფორმატის შეხვედრა „სწავლა გერმანიისა და ავსტრიის უმაღლეს სასწავლებლებში“, რომელიც პროექტ „გერმანული ენის თვის“ ფარგლებში ხორციელდება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების, DAAD-სა (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით.
ეს საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის იმ მიზნით, რომ მათ ზუსტი, სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ გერმანიასა და ავსტრიაში სწავლის წინაპირობებზე. ამ მნიშვნელოვან შეხვედრას წაიყვანს DAAD-ს (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ხელმძღვანელი მარტინ პრაქსენტალერი, აქვე ისაუბრებენ საქართველოს სკოლებსა და გოეთესინსტიტუტში გერმანული ენის შესწავლის აუცილებლობაზე.
გერმანიაში ინგლისურენოვანი პროგრამების სიმრავლის მიუხედავად, გერმანულენოვან ქვეყნებში საბაკალავრო საფეხურზე გერმანული ენის გარეშე სწავლა წარმოუდგენელია. ეს ეხება, როგორც ზოგად მიმართულებებს, ასევე კონკრეტულ სპეციალობებს, როგორიცაა - მედიცინა და სამართალი. გერმანული ენის ცოდნა სტუდენტს გზას უხსნის სწავლებისა და კვლევის ხარისხით მსოფლიოში გამორჩეული უნივერსიტეტებისაკენ, რომლებშიც სწავლის საფასური ან საერთოდ არ არის, ან სხვა საერთაშორისო პროგრამებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. აქედან გამომდინარე, ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვისაც კი გერმანული ენა გერმანულენოვან რეალობაში კომუნიკაციის აუცილებელ წინაპირობად რჩება.
გერმანული დაახლოებით 100 მილიონი ადამიანისათვის მშობლიურ ენას წარმოადგენს, ამგვარად ამ ენაზე ევროპაში ყველაზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით გერმანული 140 მილიონზე მეტმა ადამიანმა იცის. გერმანული ენის შესწავლით ადამიანი ეცნობა ძალიან მდიდარ და ისტორიულად მნიშვნელოვან კულტურულ რეგიონს. ამის გარდა, თუ ადამიანს თანამედროვე ევროპასთან და ევროკავშირთან დაახლოება სურს, აქაც გერმანული ენა მრავალი მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი საყრდენი. ამავე დროს გერმანული ენის შესწავლა ადამიანს ეკონომიკურ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებსაც აძლევს (მატერიალური უპირატესობა) - ქვეყნები, სადაც გერმანული ენა ძირითადი სალაპარაკო ენაა, განეკუთვნებიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყანათა რიცხვს და აქვთ მრავალმხრივი ბიზნეს-ურთიერთობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელობა არ აქვს, სად გინდათ მუშაობის დაწყება - გერმანულ, ავსტრიულ ან შვეიცარიულ ფირმაში თუ გერმანულენოვან ქვეყნებთან კავშირების მქონე ადგილობრივ ფირმაში - გერმანულის ცოდნა ყოველთვის დაგეხმარებათ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















