ოთარ დანელია ფორუმს - „გაუზიარე გამოცდილება საქართველოს“ დაესწრო
საქართველო, თბილისი - 17:50 | 27.05.2016 ნანახია: 1757
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ფორუმში „გაუზიარე გამოცდილება საქართველოს“ მონაწილეობა მიიღო და ფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამები დეტალურად გააცნო.
ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეოების სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე და სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიღწევებზე და მთავარ გამოწვევებზე.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა დარგის განვითარებისთვის დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და ფინანსური კონტრიბუციის მნიშვნელობა.
,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ხელი მოეწერა „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) საფინანსო შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის 50 მილიონი ევროს ოდენობით საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ფორუმზე მინისტრმა ისაუბრა ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ და ყურადღება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფოტოსანირატიის საკითხებზე გაამახვილა. ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა ექსპორტის პოტენციალის მქონე პროდუქტებზე და ფორუმის მონაწილეებს ქართული ღვინის, თხილის და მოცვის ექსპორტის მზარდი დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების და მელიორაციის კუთხით მიმდინარე ღონისძიებებზე ესაუბრა.
„ძლიერი სოფელი არის ძლიერი კონტრიბუტორი სახელმწიფოს ეკონომიკაში. ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევები, მაგრამ ჩვენ დარგის განვითარებას ვუდგებით კომპლექსურად და კონკრეტული პოზიტიური შედეგებიც უკვე გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგი რეგიონში ყველაზე სწაფად მზარდია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















