თუმანიანის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა
საქართველო, თბილისი - 14:19 | 28.05.2016 ნანახია: 2047
თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი, ქალაქის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სამუშაოებს ზემო კალაში აწარმოებს. სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები თუმანიანის ქ. N3 და N1-ში დასრულებულია. აღნიშნულ მისამართზე, ამჟამად, ეზოს მოპირკეთება და შიდა ფასადის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმანიანის 2 ჩიხი N3 - სა და ბეთლემის ქ. N10-ში საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
თუმანიანისა და ბეთლემის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი გაეცნენ. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელებით, 30-ზე მეტი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„რამდენიმე სახლი, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, განადგურებას გადაურჩა. მნიშვნელოვნად წესრიგდება თუმანიანის ქუჩა. უკვე დამთავრებულია ორი სახლის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის წესების სრული დაცვით. სამუშაოების მეორე ნაწილი კი სექტემბრისთვის დასრულდება. მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება და ქალაქის უძველეს უბანსაც ისტორიული სახე შენარჩუნდება“-განაცხადა თბილისის მერმა.
გარდა თუმანიანის ქუჩისა, მშენებლობა მიმდინარეობს ბეთლემის ქუჩაზეც. უკვე დასრულებულია N10 - ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ფილის მოწყობის, კარკასისა და სართულშუა გადახურვის სამუშაოები. პირველ სართულზე და სარდაფში მოეწყო ტიხრები. ასევე, იცვლება კომუნიკაციები - მონტაჟდება ელექტროგაყვანილობა, ილესება როგორც ფასადი, ასევე შენობის შიდა ნაწილი.
ზემო კალას რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრები 38 ოჯახი, რომელიც სამუშაოების პერიოდში, თბილისის განვითარების ფონდმა ბინის ქირით უზრუნველყო, ახალ, რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდება.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















