დიპლომატები სამეგრელოს რეგიონის შესაძლებლობებს გაეცნენ
საქართველო, თბილისი - 10:07 | 30.05.2016 ნანახია: 1756საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე დიპლომატიური ტურის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ.
უცხოელ ელჩებს რეგიონის პრეზემტაცია სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გააცნო. მან დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელიც რეგიონში განხორციელდა. გუბერნატორმა მადლობა გადაუხადა საგარეო უწყებას და დიპლომატებს სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისთვის. რეგიონის პრეზენტაციისას ვრცლად ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის შესახებ, პროექტის მიმდინარეობასა და პოტენციალზე. დიპლომატებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. საკუთარ გამოსვლაში, მინისტრმა ისაუბრა სამეგრელოს რეგიონის როგორც კულტურულ, ასევე ეკონომიკურ მახასიათებლებზე, რეგიონის საინვესტიციო და ეკონომიკურ პოტენციალზე.
"დღეს დიპლომატებმა მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 3500-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამეგრელოში. დიპლომატებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ ტურისტული შესაძლებლობების შესახებ, რომელიც რეგიონშია. ხაზი გაესვა სამეგრელოს რეგიონის მნიშვნელობას ლოჯისტიკური მიმართულებით, სატრანსპორტო მიმართულებით, მაგალითად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ქმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს რეგიონისთვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან ბევრი ახალი საწარმო იხსნება, პროდუქციას, რომელიც ექსპორტზე არის ორიენტირებული, ძალიან დიდი შემოსავალი შემოაქვს რეგიონისთვის. ეს ინფორმაცია საინტერესოა დღეს აქ წარმოდგენილი ელჩებისთვის, როგორც საექსპორტო პოტენციალის გასაცნობად, ასევე ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით." - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზენტაციის დასრულების შემდგომ.
საქართველოში აკრედიტებული 40-მდე რეზიდენტი და არა რეზიდენტი ელჩი "დიპლომატიური ტური 2016" ფარგლებში სამეგრელოს რეგიონს ეცნობა. დიპლომატიური ტური საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს რკინიგზის თანამონაწილეობით ტარდება.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















