ანდრეი კისკა: მე ჩამოვედი, იმისათვის, რომ მხარი დაგიჭიროთ იმ გზაზე, რომელიც საქართველოს ევროპისა და ნატოსკენ წაიყვანს
საქართველო, თბილისი - 13:12 | 30.05.2016 ნანახია: 1740
სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ანდრეი კისკას განცხადებით, საქართველომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს ევროპისაკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე, რაშიც სლოვაკეთი მხარდაჭერას უცხადებს.
„მოგესალმებით, მსურს აღვნიშნო, რომ სანამ თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდოდი ბევრი საუბარი მქონდა საქართველოს შესახებ, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ საქართველოს, როგორ გვესმის თქვენი ქვეყანა, რა შეხედულებები გაგვაჩნია.
ეს არის ქვეყანა, რომელიც მდიდარია ისტორული მემკვიდრეობით, ულამაზესი ბუნებით. საქართველოში გატარებული პირველივე საათების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ წავალ უდიდესი შთაბეჭდილებებით.
მე ჩამოვედი იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო დიდი იმპულსი მივცე.
მოხარული ვარ, რომ მე მახლავს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებთან ერთად ასეულობით კილომეტრით მოვცილდები დედაქალაქს, ვიმოგზაურებ თქვენს ქვეყანაში, ჩვენ შევისწავლით გარემოს, იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სფეროს განვითარებას.
ვიცით, რომ თქვენი კულტურული პროდუქტი საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონეა და იმედი მაქვს, რომ უამრავ პოზიტიურ სიურპრიზს შევთავაზებთ ჩვენს ქვეყნებს.
მე ჩამოვედი, იმისათვის, რომ მხარი დაგიჭიროთ თქვენ და თქვენს ხალხს იმ გზაზე, რომელიც საქართველოს ევროპისა და ნატოსკენ წაიყვანს.
ვიცი, რომ ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროთ წინ.
პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც ხაზი გავუსვით ამ საკითხს. ჩვენ თითქმის ერთი ზომის ქვეყნები ვართ, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ში თქვენი გაწევრიანება გახდეს რეალობა.
როდესაც ჩვენ გავხდით ნატო-ს წევრები, ჩვენი მშობლები ვერც კი იოცნებებდნენ ამის შესახებ, ივლისში კი, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის პრეზიდენტი ხდება.
ასოცირების შეთანხმება საქართველოს საკმაოდ დიდ ძალას აძლევს ამ გზაზე. ეს არის ის ბილიკი, რომელზეც თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ივლით იმ ერთადერთი მიმართულებით, რომელსაც ევროპული გზა ჰქვია.
მე და პრეზიდენტმა ვისაუბრეთ საქართველოს ნატო-ს მომავალი წევრობის შესახებ. მიმაჩნია, რომ ნატო-ს ბოლო სამიტის შემდეგ თქვენ კარგი მოლოდინები უნდა გქონდეთ, იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა.
უამრავი რამ გაკეთდა, საკუთრივ ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომლებიც ერთობლივად ჩატარდა საქართველოში. იმედი მაქვს, რომ შემდეგ სამიტზე გაცილებით დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს თქვენი ქვეყანა ბატონო პრეზიდენტო.
რაც შეეხება რეფორმებს, რომლებსაც თქვენ ატარებთ, იგივე იყო სლოვაკეთშიც. როდესაც ჩვენც უნდა შეგვესრულებინა პირობები გაწევრიანების შესახებ. ბევრი რეფორმა გავატარეთ, ზოგ შემთხვევაში ჩვენი ხალხის სასიცოცხლო სტანდარტებმა დაიკლო კიდეც, თუმცა მოკლე ხანში რეფორმებმა პოზიტიური შედეგი გამოიღო.
მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს მეგობულ ურთიერთობას - მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში სამით-ერთი გავიმარჯვეთ, და ასევე, დავამარცხეთ გერმანელები, ფეხბურთი ჩვენს მეგობრობას ვერ შეუშლის ხელს.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ თბილი დახვედრისთვის. ჩვენც შევეცდებით, რომ სლოვაკეთში თქვენს პრეზიდენტს სათანადოდ ვუმასპინძლოთ”, - განაცხადა ანდრეი კისკამ.
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი
- ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს - ირაკლი კობახიძე
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია - კობახიძე
- ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















