კორცხელის ინცინდენტის გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 13:30 | 01.06.2016 ნანახია: 1629
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არაეფექტურად ვაფასებთ კორცხელის ინცდინდენტის გამოძიებას და მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მიიღონ ადეკვატური და დროული ზომები იმისთვის, რომ დადგეს ინცინდენტში მონაწილე ყველა პირის, ძალადობრივი აქტის ორგანიზატორებისა და განმახორციელებლების პასუხისმგებლობის საკითხი.
22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას ზუგდიდში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირებიდან კვირაზე მეტია გასული, თუმცა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა ეტაპზეაგამოძიება, რა საპროცესო და საგამოძიებო- მოქმედებები ჩატარდა საქმეზე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით და რატომ არ მომხდარა ამ დრომდე იმ პირების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქტებში. აღნიშნული კითხვები მით უფრო ლეგიტიმურია იმ ფონზე, რომ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება შესაძლებელია იმ არაერთი ვიდეო მასალიდან, რომელიც ასახავს დაპირისპირების განვითარებას და რომელიც საჯაროდ არის გავრცელებული.
ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ქმედების კვალიფიკაცია. როგორც ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემას. თუმცა, მედიაში გავრცელებული კადრები და ინფორმაცია მიუთითებს, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ მოქმედებას პირთა ჯგუფის მხრიდან, რომელთა მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები სცდება ცემის ფარგლებს და შეიცავს უფრო მძიმე დანაშაულების ნიშნებს. ქმედების სწორად კვალიფიკაცია აუცილებელია, რათა მომხდარ ფაქტს ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გაეცეს,სწორი კვალიფიკაცია აგრეთვე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამოძიების მიმართ არსებობდეს საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კონკრეტულმა პირებმა ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან. მოცემულ საქმეზე ცემის კვალიფიკაცია არასწორია, რამდენადაც ის სათანადოდ არ ასახავს ძალადობრივი დაპირისპირების რეალურ ხასიათს და სრულ მასშტაბებს.
აგრეთვე ამ დრომდე არ გაკეთებულა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რატომ ვერ მოახდინეს სამართალდამცავებმა ადგილზე ძალადობრივი ფაქტების პრევენცია, ან/და მათი დროული აღკვეთა და რატომ ვერ მოხდა საკმარისი საპოლიციო რესურსის დროული მობილიზაცია და ჩარევა პროცესში.
პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოების ასეთი პასიურობა, მათ მიერ დანაშაულის გამოძიების და შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე გამოვლენილი არასაკმარისი ნება კიდევ ერთხელ აყენებს სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსეჭვქვეშ. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა შემთხვევებში, მშვიდობიანი ან/და ნაკლებად ძალადობრივი აქციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული ზომები, მათ შორის, აქტივისტების დაკავების შემთხვევები, ნათლად მიუთითებს, რომ სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტით მოქმედება პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან. გამოძიების პასიურობა და არაეფექტურობა აჩენს დაუცველობის განცდას და ახალისებს ძალადობრივ განწყობებს საზოგადოებაში, რაც ბოლო პერიოდში არაერთი სოციალური ჯგუფის მიმართ გამოვლინდა. ნათელია, რომ სახელმწიფოს არ აქვს ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა პასუხი ძალადობის ფაქტების მიმართ და სახელმწიფო აპარატის მხრიდან რეაგირება პოლიტიკურ ან სხვა ტიპის კონიუქტურაზეა დამოკიდებული.
ეს განსაკუთრებით სახიფათოა წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც უსაფრთხოების მინიმალური გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საარჩევნო კამპანიის განხორციელება და ნების თავისუფალი გამოვლენა. ასევე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მშვიდობიანი, დემოკრატიული პროცესების განვითარება ქვეყანაში.
გამომდინარე აქედან, მოვუწოდებთ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას, განმარტონ თუ რა ეტაპზეა გამოძიება და რა სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს საქმეზე;
- გამოძიება წარიმართოს იმ მუხლით/მუხლთა ერთობლიობით, რომელიც მოიცავს დანაშაულის ყველა შესაძლო ნიშანს;
- ძალადობის ორგანიზატორი და ძალადობაში მონაწილე პირების მიმართ გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი ზომები;
- საქართველოს მთავრობამ იმსჯელოს წინასაარჩევნო პროცესსა და არჩევნების დროს უსაფრთხოების ზომების დაცვის და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობის სტრატეგიაზე.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" (OSGF)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















