სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახეთში საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა
საქართველო, თბილისი - 15:21 | 04.06.2016 ნანახია: 1607
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, კახეთის რეგიონში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამაში, 3000 კვ.მ. საცდელ-სადემონსტარაციო ნაკვეთზე საშემოდგომო ხორბლის 2 ჯიშია („თბილისური-15“ და „ვარძია“) დათესილი. გარდა ერთწლოვანი კულტურებისა, დუზაგრამაში, ბუფერულ ზონებში გამოსაყენებლად გაშენებულია კიპარისისა და სმარაგდას 500-მდე ნერგი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დირექტორი ადგილზე გაეცნენ ბიოაგროწარმოებისთვის განკუთვნილ თავთავიანი კულტურებისა და წიწვოვანი მცენარეების ზრდისა და კვლევის მიმდინარე შედეგებს.
მინისტრის მოადგილე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე საშემოდგომო ხორბლის სელექციური სანერგეებიც დაათვალიერა, სადაც, ჯიშთა გამოცდის მიზნით, 2,5,ჰა-ზე გაშენებულია ხორბლის 36 გენოტიპი, საშემოდგომო ხორბლის #14 და ავსტრიული ჯიშის #12 სახეობები. იური ნოზაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის“ ნაკვეთებიც მოინახულა, სადაც 2 წელია მიმდინარეობს საშემოდგომო ხორბლის 32 ჯიშის გამოცდა და სამრეწველო მიზნებისთვის 130 ჰა-ზე მაღალი ხარისხის ხორბლის თესლის წარმოება.
საცდელ ნაკვეთებზე ქართული და უცხოური ჯიშების სელექციური გამოცდა სეზონური ფენოკალენდარული წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. აღნიშნულ კულტურებზე მიმდინარე კვლევითი სამუშაოები ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა და, შესაბამისად, წინასწარი პროგნოზით, მოსალოდნელია მაღალხარისხიანი მოსავლის მიღება.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივ ფერმერებს კვლევის შედეგად მიღებული ხარისხიანი და ადაპტირებული თესლი წელსაც შესთავაზეს, რაც კონკრეტულ რეგიონებში მოსავლიანობის ზრდის პირობაა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















