გაცრუებული იმედები - "ქართული ოცნების" მორიგი კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ დასრულდა
საქართველო, თბილისი - 13:22 | 05.06.2016 ნანახია: 3481
„ქართული ოცნების“ მორიგი „შიდა კვლევა“ პარტიისთვის კვლავ არასახარბიელოდ და ნაციონალური მოძრაობისთვის სასარგებლოდ დასრულდა.
„ჯი-ეიჩ-ენის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა, „ქართულ ოცნებას“ გაერკვია მოსახლეობის განწყობა, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, რომელი პოლიტიკური პარტიები იმსახურებენ ნდობას.
სულ გამოკითხვის ანკეტაში შეტანილი იყო 13 სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთაგან მხოლოდ 4 საკითხის გადაწყვეტას ანდობენ „ოცნებას“ რესპოდენტები.
9 სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტას რესპოდენტების უმეტესობა ნაციონალურ მოძრაობას ანდობს.
უნდა აღინიშნოს, რომ 13-დან 2 საკითხის შემთხვევაში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ნდობა თითქმის თანაბარია.
ქართული ოცნების კვლევაში შეყვანილია შემდეგი პარტიები: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, პატრიოტთა ალიანსი-მრეწველები, ბურჯანაძე-ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტული პარტია, გირჩი, ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის.
რესპოდენტებისთვის დასმული კითხვა შემდეგი სახით იყო ფორმულირებული - „რომელი პოლიტიკური პარტია მიგაჩნიათ კომპეტენტურად შემდეგ საკითხში“ პასუხები შემდეგი სახით განაწილდა (გავაზობთ პირველ ოთხ პოზიციას):
კონსტიტუცია და სახელმწიფო მოწყობა: ქართული ოცნება - 12%; ნაციონალური მოძრაობა - 9%; რესპუბლიკური პარტია - 8%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 6%
იუსტიცია და მართლმსაჯულება: ნაციონალური მოძრაობა - 18%; ქართული ოცნება - 10%; რესპუბლიკური პარტია - 7%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 6%
საზოგადოებრივი წესრიგი და პოლიცია: ნაციონალური მოძრაობა - 22%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 7% ქართული ოცნება 5%; რესპუბლიკური პარტია - 4%;
თავდაცვა და უსაფრთხოება: ნაციონალური მოძრაობა -25%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 10% რესპუბლიკური პარტია - 9%; ქართული ოცნება 7%;
საგარეო პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა -32%; ქართული ოცნება 15%; პატრიოტთა ალიანსი - მრეწველები -13%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები და ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი -12-12%;
ფინანსური პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა - 11%, ქართული ოცნება -3%, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები -1%; გირჩი-1%;
ეკონომიკური პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა - 22%; ქართული ოცნება -7%, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები -6%; გირჩი-4%;
სოციალური პოლიტიკა: ქართული ოცნება -24%; ნაციონალური მოძრაობა - 23%; ლეობორისტული პარტია - 11%; ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი - 5%;
დასაქმება - ნაციონალური მოძრაობა -11%; ქართული ოცნება - 6%; ლეობორისტული პარტია და გირჩი - 2-2%; ალასანია - თავისუფალი დემოკრატები და ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის 1-1%;
სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა - ქართული ოცნება -25%; ნაციონალური მოძრაობა - 15%; რესპუბლიკური პარტია -6%, ალასანია - თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია 2-2%;
მეცნიერება და განათლება- ნაციონალური მოძრაობა -14%; ქართული ოცნება - 13%; ალასანია - თავისუფალი დემოკრატები -5%, რესპუბლიკური პარტია - 4%;
კულტურა და ძეგლთა დაცვა - ნაციონალური მოძრაობა -17%; ქართული ოცნება - 11%; ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის -4%; რესპუბლიკური პარტია - 3%;
შერიგებისა და კონფლიქტების რეგულირება - ქართული ოცნება - 17%; ნაციონალური მოძრაობა -13%, ალასანია - თავისუფალი დემოკრატები -11%; ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი - 8%;
სატელეფონო კვლევა ჩატარებულია 1-ელ ივნისს თბილისის მასშტაბით.
წყარო: WWW.GHN.GE
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი
- ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს - ირაკლი კობახიძე
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია - კობახიძე
- ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















