ენმ: რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში ძალადობის ამსახველი კადრები აჩვენეს
საქართველო, თბილისი - 18:42 | 09.06.2016 ნანახია: 2127
,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, დღეს რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს ძალადობის ამსახველი კადრები აჩვენეს. როგორც მამუკა ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. ენმ-ის განცხადებით, ერთი წლის წინ ფოთში მოწყობილ მსგავს ჩვენებაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა, რამაც გამოიწვია ის, რომ ამ პროცესმა საჯარო სკოლებში გადაინაცვლა.
„სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი ქალაქ რუსთავში, მე-2 საჯარო სკოლაში. დღეს, ამ სკოლაში მე-7, მე-8, მე-9 კლასელი მოსწავლეებისათვის მოეწყო ფილმის ჩვენება, სადაც ძალიან მძიმე კადრები იყო წარდგენილი ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის მხრიდან, არაერთხელ იყო დაპირება, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდებოდა და მსგავსი ფაქტები იქნებოდა აღკვეთილი, სამწუხაროდ, ამ პროცესებმა გადაინაცვლა საჯარო სკოლებში, სადაც ამის უშუალო მონაწილეები ხდებიან მე-7, მე-8, მე-9 კლასელი მოსწავლეები. ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია და მიზანმიმართულია, რომ მოხდეს ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. სახიფათოა, იქიდან გამომდინარე, რომ ხდება საზოგადოების დაყოფა - ეს არის მცდელობა საზოგადოების დაყოფის და დაპირისპირების, ამ პროცესებში საშინელებაა, რომ ჩართულები არიან და მცდელობაა ჩართვის, სკოლის მოსწავლეების და საშინელებაა ის, რომ ეს ყველაფერი ხელდასმულია ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად მთავრობის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს დროულად უნდა აღიკვეთოს. ვფიქრობ, რომ აუცილებლად, ძალიან მკაცრად უნდა მოეთხოვოთ პასუხი შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს - რესურსცენტრის ხელმძღვანელს, სკოლის ხელმძღვანელს და უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფილმის ჩვენებაში იყვნენ ჩართული და მოიაზრებიან ორგანიზატორებად. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ახლად დანიშნულმა მინისტრმა დროული რეაგირება მოახდინოს ამ საზარელ ფაქტზე და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას მსგავს მძიმე, ძალიან სახიფათო, ძალიან საშიშ ტენდენციას",- განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
ენმ-ის კიდევ ერთი წევრის მარიამ რამინაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები ახალგაზრდებს აგრესიულად განაწყობს.
„მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის და შესაბამისი ადამიანების განმარტება. მათი, ვინც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ ღონისძიებაში და სასწავლო მასალად გამოიყენეს ძალადობის ამსახველი კადრები. ეს განაწყობს ახალგაზრდებს აგრესიულად და შეიძლება იყოს დაპირისპირების წინაპირობა",- აღნიშნა რამინაშვილმა.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავა 19:00-ზე აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება და ამ თემაზე განმარტებას სწორედ იქ გააკეთებს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















