ცესკოში, ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა
საქართველო, თბილისი - 18:12 | 10.06.2016 ნანახია: 1960
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა პირებმა ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით ცესკოში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრას იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნით, ცესკოს საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს პერიოდულად აწვდიან. უწყებებს შორის ამ სახის კოორდინაცია, ინფორმაციის დროული გაცვლა, გადამოწმება და ამომრჩეველთა მონაცემების თაობაზე პერიოდული მსჯელობები, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის კარგი პრაქტიკის დანერგვას და შედეგად, სრულყოფილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
„პარლამენტის არჩევნები უკვე დანიშნულია და მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრა და თანამშრომლობა იქნება ძალიან ეფექტური იმისათვის, რომ ყველა საკითხი, არსებული ხარვეზი კოორდინირებულად განვიხილოთ უწყებების წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ძირითადად კანონმდებლობით გაწერილი ვადებისა და მონაცემების მოწოდების ვალდებულებებზე, ასევე იმ საკანონმდებლო სიახლეებზე, რომლებიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ ამ უწყებებს შეეხებათ. გარდა ამისა, ვისაუბრეთ კოორდინაციის ეფექტურ მექანიზმებზე - რომელ ვადებში და რა სახით მოხდება მონაცემების გაცვლა - დამუშავება, რომ ამომრჩეველთა სია იყოს მაქსიმალურად დახვეწილი 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ შეხვედრის ბოლოს ჟურნალისტებთან საუბრისას.
მედიისთვის დღეს კომენტარი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძემაც გააკეთა. მისი თქმით, სააგენტოში საარჩევნო სიის სრულყოფის მიზნით მიმდინარეობს პროექტი, რომელიც არაერთ აქტივობას ითვალისწინებს, - „ჩვენ ვაწვდით ცესკოს პოტენციურ ამომრჩეველთა მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ, ასევე არჩევნებისთვის. რაც შეეხება პროექტს, რომელიც საარჩევნო სიის სრულყოფის მიზნით მიმდინარეობს, ძალიან ბევრ აქტივობას ისახავს მიზნად, მათ შორის გაორებების აღმოფხვრას, გარდაცვლილების იდენტიფიცირებას და შესაბამისი აქტების შედგენას“, - განაცხადა მამუკა სამხარაძემ.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებასა და კომპიუტერულ დამუშავებაზე. ამასთან, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საარჩევნო ადმინისტრაციას წელიწადში 4-ჯერ გადასცემენ საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ მონაცემებს.
ცესკოს ინიციატივით ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაზვერვის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















