დავით ნარმანია 13 ივნისის სტიქიისას მორიგე ექიმებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 14:32 | 13.06.2016 ნანახია: 1613
თბილისის მერი დავით ნარმანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მეთორმეტე რაიონულ განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც იმ ექიმებს შეხვდა, რომლებიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს მორიგეობდნენ. მერთან ერთად ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე ფილიალში იმყოფებოდნენ ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი და „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დირექტორი გიორგი ბუთხუზი.
„დღეს მოვედი იმისათვის, რომ მადლობა მეთქვა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ისედაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მაგრამ მათ სტიქიის დღეებში განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს და ძალიან ბევრი იშრომეს, რომ გადაგვერჩინა ადამიანების სიცოცხლე. კონკრეტულად ეს ფილიალი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, მდინარე ვერეს ხეობაში მდებარეობს და თვითონ შენობაც მნიშვნელოვნად დაზარალდა, დაზიანდა, ასევე, სამსახურის ავტომანქანა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მეშვეობით კონკრეტულად იმ ღამეს და შემდგომ დღეებში, ამიტომაც ეს ადამიანები იმსახურებენ მადლობას და იმსახურებენ იმას, რომ ჰქონდეთ უკეთესი პირობები - ფილიალი მოწესრიგდა სტიქიის შემდეგ, დალაგდა, აღიჭურვა ისევ იმ თანამედროვე მოწყობილობებით და ტექნიკით, რაც მათ სჭირდებათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის და ამდენად, გამართულად მუშაობს“, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
13 ივნისის ღამეს სტიქიის ეპიცენტრში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე- 3, მე-8, მე-10 და მე-12 რაიონული განყოფილებების 35 ბრიგადა მუშაობდა. მაშველებთან ერთად, სასწრაფოს ექიმები პირველები იყვნენ, რომლებიც სტიქიით დაზარალებულებს გადაუდებელ დახმარებას უწევდნენ.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-12 რაიონული განყოფილება, რომელიც ვარაზის ხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს, ტრაგედიის ღამეს დაზიანდა და სრულად გასული წლის დეკემბერში აღდგა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















