ბორჯომში, ხეების სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო განმარტებას აკეთებს
საქართველო, თბილისი - 17:35 | 17.06.2016 ნანახია: 1817
ბორჯომში, ე.წ „პლატოს“ ტერიტორიაზე, გზის გასწვრივ დასაწყობებულ მორებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე ეროვნული სატყეო სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:,,სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელიც გადაღებულია ბორჯომში, ე.წ „პლატოს“ ტერიტორიაზე და სადაც დაფიქსირებულია გზის გასწვრივ დასაწყობებული მორები.
მიუხედავად იმისა, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ჯერ კიდევ გასული წლიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, სამცხე-ჯავახეთში და პირველ რიგში, ბორჯომში განსახორციელებელ სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო კიდევ ერთხელ ვრცლად განვმარტავთ ვიდეო ჩანაწერში ასახულ სიტუაციას.
წიწვოვანი კორომების მასიური ხმობა სამცხე-ჯავახეთში 2011 წლისთვის გამოვლინდა, 2011 წელს განხორციელებული სატყეო-პათოლოგიური შესწავლის საფუძველზე 2012 წლიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადიგენის, ასპინძა-ახალქალაქის, ახალცხისა და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნების ტერიტორიაზე სააგენტო ახორციელებდა გამოვლენილი მავნებლის (მბეჭდავი ქერქიჭამია - Ips typographus)წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებს ფერომონიანი მწერსაჭერებით (ტერიტორიაზე განთავსებული 5000 ცალი მწერსაჭერის მონიტორინგი სპეციალისტების მიერ პერმანენტულად ხორციელდება), მიუხედვად ბრძოლის ღონისძიებების შედეგად ხმობის ინტენსივობის კლებისა, საუკეთესო შედეგის მიღებისა და მავნებლის სრულად ლიკვიდიციისათვის აუცილებელია ბრძოლისღონისძიებების გაგრძელება, მათ შორის სანიტარული ჭრების განხორციელება, რაც რეკომენდირებულია სატყეო-პათოლოგიური შესწავლითა და 2015 წელს ბრძოლის ღონისძიების შეფასების დოკუმენტით.
შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით ხმობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა დაფიქსირებულია ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ჩარხისწყლის სატყეოს (ე.წ ბორჯომის პლატო) ტერიტორიაზე.
მდგომარეობას ამძაფრებს ისიც, რომ აღნიშნული ტერიტორია, მისი დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო წარმოადგენს ძირითად სარეკრეაციო ზონას და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე, რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. შესაბამისად, პირველ ეტაპზე სანიტარული ჭრები დაიგეგმა დახორცილდება ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე.
სანიტარულ ჭრები ხორციელდება ორგანიზებულად, სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, განმახორციელებელი კომპანია ვალდებულია მავნებლით ძლიერ დაზიანებული ხმელი და ხმობადი ხეების მოჭრის გარდა განახორციელოს მოჭრილი ხის გაქერქვა, ჭრის ადგილების დასუფთავება, ჭრის ნარჩენისა და განაქერქის განადგურება (დაწვა) უსაფრთხოების წესების დაცვით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჭრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია შესაბამისი ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებაც.
ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიება აქ გასულ წელს დაიწყო 4 ჰა-ზე მეტი ტერიტორია გაიწმინდა და შეიღობა ძოვებისგან დაცვის მიზნით, ხოლო, სამომავლოდ დაგეგმილია 269 ჰექტარზე განხორციელდეს ტყის აღდგენის ღონისძიებების დაპროექტება/განხორციელება. ტყის აღდგენის სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისა და ადგილობრივი სარგავი მასალით უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს მიერ ტყის დროებითი სანერგეების მოწყობა რეგიონში გასულ წელს დაიწყო.
მბეჭდავი ქერქიჭამია (Ips typographus) საქართველოშიპირველად1952 წელსგამოჩნდა. მავნე მწერი ჩრდილოეთის რეგიონებიდან იპორტირებულ გაუქერქავხე-ტყესშემოჰყვა. ყველაზე დიდი ზიანი მავნებელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, ბორჯომის ხეობას მიაყენა და იმ პერიოდისთვის მის შესაჩერებლად რიგ ადგილებში პირწმინდა ჭრების ჩატარებაც კი გახდა აუცილებელი.
ბორჯომში, ე.წ „პლატოს“ ტერიტორია ეროვნული სატყეო სააგნეტოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ფართობია. აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიტარული ჭრების მუდმივ მონიტორინგს ანხორციელებს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური”, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















