საქართველოსა და არგენტინის იუსტიციის მინისტრები მჭიდრო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ
საქართველო, თბილისი - 13:03 | 23.06.2016 ნანახია: 1456თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში არგენტინაში, ბუენოს აირესში, არგენტინელ კოლეგა ხერმან გარავანოს შეხვდა. საქართველოსა და არგენტინის იუსტიციის სამინისტროების პირველი პირები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. არგენტინის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა ქართველი კოლეგა სამინისტროში მიიღო და განაცხადა, რომ იუსტიციის სფეროში საქართველოს პროგრესით პოზიტიურად გაოცებულია და ამ გამოცდილების გაზიარება სურს. „არგენტინას ახალი მთავრობა ჰყავს და იუსტიციის სამინისტროც მთავრობასთან ერთად ცდილობს, ახალი, პროგრესული პროცესის დაწყებას ყველა მიმართულებით. სამართლებრივი რეფორმები, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში თქვენ მიერ გატარებული რეფორმები, ასევე, სერვისების მიწოდება იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ძალიან შთამბეჭდავია ჩვენთვის. მოგიწვიეთ, რათა თანამშრომლობის ფორმატზე შევთანხმდეთ და საქართველოს, როგორც იუსტიციის სფეროში წარმატებული მოდელის, გამოცდილება გავიზიაროთ“, − აღნიშნა ხერმან გარავანომ.
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოსა და არგენტინის იუსტიციის მინისტრებს არასდროს ჰქონიათ ორმხრივი შეხვედრა და გამოთქვა იმედი, რომ ის სამაგალითო პარტნიორობა, რაც ორ ქვეყანას შორისაა, იუსტიციის სფეროშიც აისახება. „მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო არგენტინის მთავრობას იმისათვის, რომ ყველა ფორუმზე მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს 20 პროცენტი ისევ ოკუპირებულია, თუმცა, ჩვენ ამ პირობებშიც ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებასა და განვითარებას. ვქმნით კანონებს ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის და ცხადია, ვაშენებთ ინფრასტრუქტურას, ეს კი ერთიანობაში ქვეყნის წინსვლის გარანტიაა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრის თქმით, საქართველოში მიმდინარეობს სასამართლოს რეფორმა; განხორციელდა პროკურატურის რეფორმა, რომლის შედეგადაც იუსტიციის მინისტრი აღარ არის გენერალური პროკურორი; განხორციელდა სისხლის საპროცესო და მატერიალური კოდექსის რეფორმა; მომზადდა და ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, მიმდინარეობს მუშაობა ქუჩაში ბავშვთა უფლებების დაცვისთვის. მინისტრმა არგენტინელი კოლეგა საპასუხო ვიზიტით მოიწვია საქართველოში, რათა უწყებებს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდეს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო თავის გამოცდილებას გაუზიარებს არგენტინას სისხლის სამართლის კოდექსის, სერვისების მიწოდების, ანტიკორუფციული საქმიანობის, ღია მმართველობის შესახებ; საქართველო კი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროგრამებით და, ასევე, ელექტრონული არჩევნების მოდელით დაინტერესდება, რომელიც არგენტინის დედაქალაქში გასულ წელს პირველად ჩატარდა. ამ და სხვა თემებზე თანამშრომლობის მემორანდუმი მომზადდება, მოგვიანებით კი სამინისტროები თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ. დღესვე იუსტიციის სამინისტროში მინისტრმა ექსპერტებს სამართლის სფეროში განხორციელებული რეფორმების, ღია მმართველობაში მიღწეული წარმატების და საჯარო სერვისების გაცემის თაობაზე ქართული გამოცდილების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















