თსუ ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესს მასპინძლობს
საქართველო, თბილისი - 13:58 | 24.06.2016 ნანახია: 1580
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესი გაიხსნა. სამედიცინო კონგრესი წლის მთავარი მოვლენაა ტრიქოლოგიაში, რომელიც პირველად, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და თანადგომით ტარდება საქართველოში.
კონგრესში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები, კლინიცისტები, ტრიქობიოლოგები, ფარმაკოლოგები, ტრანსლანტოლოგები, პათოფიზიოლოგები, ესთეტიკური მედიცინის წარმომადგელები საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
„თსუ მედიცინის ფაკულტეტი პირველად მასპინძლობს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორიც არის ევროპის თმის კვლევის საზოგადოების კონგრესი. ჩვენთან სტუმრად არიან გამოჩენილი მეცნიერები, პროფესორები, აკადემიოური პერსონალი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ფორუმში საქართველოს მონაწილეობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპის სამედიცინო საზოგადოებასთან ინტეგრაციას, რაც მოგვცემს ახალ ურთიერთობებს, ასევე შესაძლებლობა გვექნება გავიცნოთ ახალი ტექნოლოგიები დიაგნოსტიკის, მკურნალობის სფეროში“,-განცხადა თსუ პროფესორმა გიორგი გალდავამ.
„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავესწროთ ევროპის თმის კვლევის საზოგადოების მე-17 შეხვედრას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფორუმი იმართება აღმოსავლეთ ევროპაში და იმედი მაქვს, ამ სამდღიან კონფერენციას ექნება მნიშვნელოვანი სამეცნიერო დატვირთვა, რომელიც თმის კვლევის ძირითად ასპექტებს შეეხება“, -აღნიშნა ჰადაშის საუნივერსიტეტო კლინიკის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა აბრაამ ზლოტოგორსკიმ.
სამედიცინო კონგრესის მიზანს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ქართველი და ევროპელი ექიმების ერთ სივრცეში გაერთიანება წარმოადგენს. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თმის ბიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებს. ექსპერტებმა წარმოადგენეს კვლევის შედეგები, მონაწილეებს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება და განიხილეს ახალი მიმართულებები ტრიქოლოგიაში.
EHRS (ევროპის თმის კვლევის საზოგადოება) - 1989 წელს დაარსდა ბრიუსელში. კონგრესი ყოველ წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. 2016 წელს მასპინძელი ქვეყანა არის საქართველო.
EHRS-ეს არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ტრიქოლოგებს, დერმატოლოგებს, ოჯახის ექიმებს, ბიოლოგებს, ტრანსპლანტოლოგებს და სხვა პროფილის ექიმებს. EHRS ის წევრები არიან ის მეცნიერები და პრაქტიკოსი ექიმები, რომელთა მიერ შექმნილი გაიდლაინებით ხელმძღვანელობს დღეს მთელი მსოფლიოს დერმატოლოგები. ესენი არიან: Jerry Shapiro (USA), Rolf Hoffmann (Germany), Abraham Zlotogorski (Israel), Desmond Tobin (UK), Andrew Messenger (UK) და სხვა.
კონგრესი 26 ივნისს დასრულდება.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















