პირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით 194 670-მა მოქალაქემ ისარგებლა
საქართველო, თბილისი - 17:10 | 27.06.2016 ნანახია: 3929
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ჩატარებული პირადობის მოწმობის ერთთვიანი უფასო აქციით, რომელიც 26 მაისიდან 26 ივნისამდე მიმდინარეობდა, 194 670-მა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა.
უწყების ინფორმაციით, დღეისათვის უკვე საარჩევნო სიაში 2 367 175 ზუსტი და გაუყალბებელი მონაცემია. აქედან, აქციის შედეგად პოტენციურ ამომრჩეველთა სიას 120 000 პიროვნების ბიომეტრიული მონაცემი დაემატა.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს საზოგადოებას აქციის შედეგები პირადად გააცნო. მინისტრის ინფორმაციით:
- 194 670 პირიდან 26 მაისამდე პირადობის ელექტრონული მოწმობა არ ჰქონდა 160 503 საქართველოს მოქალაქეს, რომლებმაც ისარგებლეს უფასო აქციით და დღეს უკვე ფლობენ გაუყალბებელ დოკუმენტს;
- 194 670 პირიდან 26 მაისამდე ბიომეტრიული დოკუმენტი არ ჰქონდა 126 702 მოქალაქეს;
- რეგისტრაციიდან იყო მოხსნილი 1 838 მოქალაქე, რომლებიც ამ აქციის შედეგად დაბრუნდნენ საარჩევნო სიაში;
- მისამართის გარეშე იყო რეგისტრირებული 1 475 პირი და აქციის შედეგად მათი მისამართიც დაზუსტდა;
- 26 მაისამდე იურიდიული ძალის მქონე არცერთი დოკუმენტი არ ჰქონდა 5 701 მოქალაქეს.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეიძლებოდა. აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს მიეძღვნა და მისი მიზანი პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა დაზუსტება იყო.
ახალი პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღეს პირებმა 17 წლის ასაკიდან. დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდნენ ფოტოსურათის საფასურისგანაც.
,,იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ ან შეღავათიან ფასში (საფასურის 50%) გაცემის კუთხით არაერთი აქცია განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც უკვე 1 000 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო. მთლიანობაში, 2012 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე 1 917 000 პირადობის მოწმობა გაიცა.
ელექტრონული პირადობის მოწმობა ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ხელს უწყობს საარჩევნო სიების სრულყოფას და მოქალაქის დაცულობას“, - აცხადებენ უწყებაში.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















