სტიქია შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში
საქართველო, თბილისი - 13:57 | 29.06.2016 ნანახია: 1881
დღეს დილიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში განვითარებულ სტიქიის შედეგებს გაეცნო. მოიარა დამეწყრილი სოფლები და დაზარალებულებს გაესაუბრა. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა არსებული მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაცია. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და გარემოსა და ბუნებრივი რერსურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე. 28 ივნისს, საღამოს საათებში (18 საათიდან 21 საათამდე) შუახევის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მოვიდა ძლიერი წვიმა, რის შედეგადაც მეწყერი ჩამოწვა ღომას მთის ხეობაში. შედეგად გამოიწვია წყალმოვარდნები და მდინარის კაპალოტის გასწვრივ რამდენიმე ადგილას მცირე ზომის მეწყრული მოვლენების განვითარება.
სტიქია განსაკუთრებით ძლიერი იყო უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც უკიდურესად ადიდდა მდინარეები, რიგ ადგილებში განვითარდა ღვარცოფები, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. მოვარდნილმა მდინარემ უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში წაიღო ქვაფთის ხიდი და ცენტრალურ გზას მოწყვიტა ოთხი სოფელი: წაბლანა, სამოლეთი, მოფრინეთი, ლაკლაკეთი. წყალმა წაიღო აგრეთვე სოფელ კვირიაულში გომიკრის, ორხოთისა და წისქვილიღელის რკინის ხიდები. სოფელ კვირიაულში დაიტბორა უჩამბისწყლის სანაპიროზე მდებარე 10 ოჯახის საკარ-მიდამო. მეწყერი ჩამოწვა რამდენიმე ადგილობრივის ეზოებში.
სტიქიამ სერიოზულად დააზიანა ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, გადარეცხა სავალი ნაწილი, ჩასილა წყალგამტარი არხები. განვითარდა ქვათაცვენა და გზებზე გრუნტის ჩამოშლა. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად უჩამბის, ჭვანის, ბარათაულის, დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაზარალდა მოსახლეობა. გვიან ღამით, უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში გავიდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის მაშველები, გამგებელი ტარიელ ებრალიძე, გამგებლის მოადგილე ზვიად დიასამიძე, წუხელსვე დაიწყო გზების აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისათვის უკვე აღდგენილია მიმოსვლა ყველა სოფელთან.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა საგანგებო შტაბის სხდომა, რომლის შემდეგაც შტაბის წევრები გავიდნენ უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში. დაიწყო სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლისა და სალიკვიდაციო ღონისძიებები.
შუახევის შემდეგ არჩილ ხაბაძე ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობასაც გაეცნო. „აქ სიტუაცია სტაბილურია, თუმცა ზარალი დიდია. ადგილზე უკვე მუშაობენ გეოლოგები და სხვა შესაბამისი სამსახურები. დაწყებულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა. საბოლოო მონაცემები რამდენიმე დღეში გვექნება და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას ანაზღაურებისა და კომოპენსაციის შესახებ. “ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ.
ქედაში ამ დროისთვის აღარ წვიმს. გუშინ განვითარებული სტიქიის შედეგად, ადიდებულმა მდინარე აკავრეთამ სოფელ ოქტომბერში რესტორან ,,დავითი"-ს ინფრასტრუქტურა წაიღო და ზიანი მიაყენა საკალმახე მეურნეობას. მთლიანად წაიღო დამაკავშირებელი ხიდი. სამაშველო ჯგუფების მიერ ოპერატიულად იქნა უსაფრთხო ადგილას გამოყვანილი მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანები. სტიქიას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია. მდინარემ წაიღო შევაბურის და ჭალათის მთასთან დამაკავშირებელი 4 ხიდი, რის გამოც ტერიტორია გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. ბურჯი გამოაცალა ქედა-მერისის დამაკავშირებელ ხიდსაც. სამაშველო ჯგუფი გვიან ღამემდე მუშაობდა მერისში. სოფელ გუნდაურში მდინარემ წყლის წისქვილი წაიღო. დაზიანებულია მერისი-გუნდაურის საავტომობილო გზა . მოძრაობა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებითაა შესაძლებელი. დაზიანებულია ასევე ელექტროგადამცემი ბოძები სოფელ სიხალიძეებში და წაღებულია სავარგულები მდინარე აკავრეთას მიმდებარედ . სოფელ ნამონასტრევში წაღებულია 1 საცალფეხო და 1 საავტომობილო ხიდი.
დაბა ქედაში დაზიანდა ორცვის სასმელი წყლის წყალსადენი. ორივე მდინარის წყლის დონის დაწევის შემდეგ, საფრთხეს აღარ წარმოადგენს ევაკუირებული ოჯახებისთვის. ისინი დილით საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.
მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა გამგეობის საგანგებო შტაბი. მუდმივმოქმედი სტიქიის შემსწავლელი კომისიამ ზარალის დათვლა უკვე დაიწყო. ადგილზე უკვე მუშაობენ გეოლოგები.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















