უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით სპეციალური ღონისძიებები იმართება
საქართველო, თბილისი - 17:38 | 29.06.2016 ნანახია: 1683
უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით სპეციალური ღონისძიებები იმართება. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, 2020 წლისთვის დონორულ სისხლზე მოთხოვნილება სრულად უნდა დაკმაყოფილდეს უანგარო დონაციით.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში დღეისათვის სისხლის დონორების გარკვეული ნაწილი ფასიანი დონორია, რაც რისკებთან არის დაკავშირებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, ფასიანმა დონორმა ფინანსური დაინტერესების გამო შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ინფექციების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალოს, რის გამოც ჩაბარებული სისხლის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
„დღეისათვის საზოგადოებაში უანგარო/რეგულარული დონორობის ინსტიტუტის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის სიმწირე, კვლავ რჩება ქვეყანაში უსაფრთხო სისხლის მნიშვნელოვან პრობლემად. დონორის სისხლი ზოგჯერ არც თუ ისე უსაფრთხოა რეციპიენტისათვის და შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. დონორის სისხლი მოწმდება დაავადებებზე, რომლებიც სისხლის გზით გადაეცემა: შიდსი/აივ ინფექცია, C და B ჰეპატიტი, სიფილისი და სისხლის ჯგუფსა და რეზუსზე. აუცილებელია, რომ სისხლის დონორობის მსურველმა კითხვარის საშუალებით გასცეს გულწრფელი პასუხები ისეთ სპეციფიკურ შეკითხვებზე, რომლებიც დროებით (გარკვეული ვადით) უკუჩვენებებს წარმოადგენენ: კბილის ამოღება, ტატუირება, ან აკუპუნქტურით მკურნალობა, ანგინა და გრიპი, მენსტრუაცია, აბორტი, მშობიარობა, ლაქტაციის დასრულება, აცრები, ალკოჰოლის მიღება, უმოგზაურია თუ არა საზღვარგარეთ და სხვა. საქართველოში დღეისათვის სისხლის დონორების უმრავლესობა ფასიანი დონორია. ცნობილია, რომ ფასიანმა დონორმა ფინანსური დაინტერესების გამო შეიძლება დამალოს ინფორმაცია, გულწრფელად არ უპასუხოს ზემოთ აღნიშნულ კითხვებს და ასეთი დონორის სისხლი შესაძლოა მაღალი რისკის შემცველი აღმოჩნდეს სისხლის მიმღები პაციენტისათვის“- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის გამო უანგარო/რეგულარული დონორი ანაზღაურებადი დონორისგან განსხვავებით უსაფრთხო სისხლის გარანტიაა, რადგან ის მოტივირებულია უცნობი პაციენტის დახმარებაზე და მის ინტერესში არ შედის მატერიალური ანაზღაურება.
„ამიტომ, ის არ მალავს სარისკო ქცევებს, გადატანილ თუ არსებულ დაავადებებს, კითხვებზე გულწრფელად პასუხობს და ამით ამცირებს რეციპიენტის დაინფიცირების შესაძლო მაღალ რისკს,“- განმარტავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
უანგარო დონორობის პოპულარიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფი ახალგაზრდა თაობაა. ამ კუთხით სხვადასხვა აქტივობებს და სპეციალურ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ორგანიზაცია „არტინფო საქართველო“ ახორციელებს.
„ჩვენი მიზანია, 2020 წლისთვის უანგარო დონორობის მაჩვენებელი ისე გაიზარდოს, რომ ყველა პაციენტმა ისარგებლოს მხოლოდ უანგაროდ გაღებული სისხლით. რათა მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ამისათვის ძალიან ბევრი საინტერესო იდეა გვაქვს - როგორ ჩავრთოთ ახალი თაობა ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში, როგორ გავხადოთ უანგარო დონორობა მოდური და ამავდროულად ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი. ზოგიერთ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებამ უკვე მიაღწია საზოგადოებრივი სოლიდარობის ისეთ ზღვარს, რომ მათთან საერთოდ არ არსებობს ფასიანი დონორობა. ეს იმას ნისნავს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც შესაძლოა სისხლი დასჭირდეს, სარგებლობს უანგაროდ გაღებული სისხლით“,- განაცხადა „არტინფო საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ზედელაშვილმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















