გიორგი მარგველაშვილი:ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შევეცდებით
საქართველო, თბილისი - 16:58 | 01.07.2016 ნანახია: 1551
საქართველოს პრეზიდენტი თბილისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ეუთოს 57 წევრი ქვეყნის 600-ზე მეტ სტუმარს მიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მის წინაშე არსებული სირთულეების მოგვარებას სამხედრო გზით არ შეეცდება.
გიორგი მარგველაშვილმა ყველა მხარეს სიტუაციის დარეგულირების პროცესში ჩართვისაკენ მოუწოდა.
„მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია თბილისში, საქართველოში ტარდება, ქვეყანაში, რომელმაც 25 წლის წინ გააკეთა უმნიშვნელოვანესი ისტორიული არჩევანი და მტკიცედ, მთელი მსოფლიოს გასაგონად გააჟღერა ქართველი ერის ნება - ააშენოს თანამდეროვე, დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ტიპის სახელმწიფო.
ადამიანის უფლებების დაცვა, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების გზით სვლა - ეს ის ღირებულებებია, რომელმაც 4 ათეული წლის წინ გააერთიანა კაცობრიობა და ამ გაერთიანების შედეგად მოგვცა ჰელსინგის პროცესი, პროცესი, რომელიც ემსახურა ევროპას და მსოფლიოს იმისთვის, რომ რთული და კონფლიქტური სიტუაციები განტვირთულიყო მოლაპარაკებების, ერთმანეთთან შეთანხმების მიღწევის გზით.
ამ მხრივ საქართველო ეუთოს პროცესის აქტიური მონაწილეა და ჩვენ აქტიურად გვჯერა, რომ ნებისმიერი ტიპის პრობლემები და დაძაბულობა შესაძლებელია მოიხსნას ინტენსიური დიალოგით. იმ საჭიროებებზე და ღირებულებებზე მსჯელობით, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს გააჩნიათ.
საქართველომ მტკიცედ განაცხადა და ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში, იმ სირთულეების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს სამხედრო გზით არ შევეცდებით.
მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ ასევე მტკიცედ ჩაერთოს მოლაპარაკებების და სიტუაციის დარეგულირების პროცესში.
უსაფრთხოება დღეს ჩემი ქვეყნის და რეგიონის მთავარი საზრუნავია.
სამწუხაროდ, დღეს ევროპაში და მათ შორის საქართველოში არ არის ბოლომდე დაცული ის პრინციპები, ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენ ყველას, ეუთოს წევრებს გაგვაერთიანებს.
ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია და ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ გავლებულია გამყოფი ხაზები. ხაზები, რომელიც არ აძლევს შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს თავისუფლად გადაადგილდეს, ისაუბროს თავის ენაზე, ისწავლოს თავის ისტორია, იყოს ჩართული ქვეყნის ერთობლივი აღმშენებლობის საქმეში.
მაგრამ გარდა იმისა, რომ ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტი დარღვეულია, რეალურად ასეთი პროცესის გაღრმავება შესაძლებელს ხდის ისეთი ურთულესი პრობლემების გაღრმავებას, როგორიც არის ტერორიზმი, ნარკოტრაფიკი, ბირთვული ნარჩენებით უკანონო ვაჭრობა.
საქართველო, ყველა ამ შემთხვევაში, მზადაა მოლაპარაკებებისთვის, ვითარების მოგვარებისთვის და აქტიური კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში.
ჩვენ ეუთოსთან ვთნამშრომლობთ არამარტო უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენი ქვეყანა ევროპული და აზიური რეგიონის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია თანამშრომლობის შესაძლებლობების გახსნის მიმართულებითაც.
საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ქმნის საინტერესო შესაძლებლობებს ევროპული და აზიური ბაზრებისათვის.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ის კონტექსტი, რომელიც დემოკრატიული პროცესის გაღრმავებას ეხება.
ამ თვალსაზრისით, ჩვენი თანამშრომლობა ეუთოს სტრუქტურებთან ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღესაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.
ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენი კოლეგების კომენტარებს, ვაანალიზებთ რჩევებს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ველოდებით თქვენს ძალიან აქტიურ ჩართულობას, თანამშრომლობას იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს მთავარი შეკვეთა - განვახორციელოთ და ჩამოვაყალიბოთ ფუნქციური დემოკრატიის ღირებულებებზე და იდეალებზე დამყარებული საარჩევნო პროცესი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდეტმა სესიის გახსნაზე.
დამოუკიდებლობის 25 წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველო პირველად მასპინძლობს მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პოლიტიკურ მოვლენას - მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაციის საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს, რომლის თემაა „ 25 - წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ილია მეორე განსაკუთრებულად დიდი და კეთილი მწყემსია, ახლა უნდა დავეხმაროთ ჩვენი ლოცვით - ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
- თბილისში, მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
- რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
- ქალი მართავს – "თეგეტამ" მარტის კამპანია დაიწყო
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















