აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სამთავრობო კომისიების მუშაობას აფასებს
საქართველო, თბილისი - 10:18 | 05.07.2016 ნანახია: 1466
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სამთავრობო კომისიების მუშაობას აფასებს. როგორც არჩილ ხაბაძე განმარტავს, შერეული სამთავრობო კომისიები აჭარის მთავრობის უწყებებში სხვადასხვა მიმართულებით პრობლემური საკითხების შესწავლისა და რეკომენდაციების გაცემის მიზნით უკვე რამდენიმე წელია მუშაობს.
„აღნიშნული კომისიები ცალკეული პრობლემების მიხედვით ეტაპობრივად ყალიბდება და არის ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული. კომისიების დასკვნების დაფუძველზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არაერთი სოციალური პრობლემის მოგვარება მოხდა. ბათუმის საკრებულოს მიერ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება გონიოს მიწების შესახებ 2010 წლის დოკუმენტის ბათილად ცნობის შესახებ, სწორედ შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე იქნა მიღებული. აჭარის მთავრობის ძალისხმევით, 271 გონიოელს მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცა“, აცხადებს არჩილ ხაბაძე.
მისივე განმარტებით, 2012-2016 წლებში სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო კომისიის მიერ 1732 ოჯახს გაეწია დახმარება, ხოლო 213 ოჯახს გადაეცა ბინა.
„მნიშვნელოვანი შედეგია 2014-2016 წლებში ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემის გადაჭრა - 196 ოჯახს სახცოვრებელი ფართი დაუკანონდა ე.წ სამხედრო ბინებში.
სამთავრობო კომისიის დასკვნის საფუძველზე, შუახევში, 2015 წელს 300 000 ლარის კომპენსაცია გაიცა სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობისთვის.
ასევე მნიშვნელოვანია 1989 წლის 19 აპრილის სტიიქიის შედეგად დაზარლებულ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობისთვის გაწეული დახმარება. აჭარის მთავრობის მუშაობის შედეგად 25 წელიწადზე მეტ ხანს დაკონსერვებული პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრა და 200-ზე მეტი ოჯახისთვის ბათუმში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
სოციალური მიმართულებით ღონისძიებების ხელშესაწყობად შექმნილი შერეული სამთავრობო კომისიები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას. ხშირ შემთხვევაში, არსებული კომისიები არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით წარმოადგენენ ერთგვარ შუამავალ რგოლს სხვადასხვა პრობლემური საკითხების გადაჭრაში“. ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















