საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია შეიქმნება
საქართველო, თბილისი - 17:33 | 07.07.2016 ნანახია: 1592
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია და ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ - ეს გადაწყვეტილება 7 ივლისის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის“ შესახებ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა.
ოთარ იაშაღაშვილის განმარტებით, კომისია და სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფენ კომუნიკაციას, კოორდინაციას და საგზაო უსაფრთხოების სფეროში უწყებათაშორის შეთანხმებას მაღალი დონის სტრატეგიაზე, პროგრამებსა და პროექტებზე, ასევე კოორდინაციას გაუწევენ საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას.
„საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებებს, საქართველოში წარმატებული და მდგრადი გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეულ იქნა ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის დონის ზრდასთან დაკავშირებით, საჭიროა ახალი ეტაპების განხორციელება, რომ საქართველომ მიაღწიოს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ შედეგებს და წარმატებას საგზაო უსაფრთხოების საქმიანობებში“ - განუცხადა ჟურნალისტებს ოთარ იაშაღაშვილმა.
მისივე თქმით, პარტნიორ წამყვან სახელმწიფო დაწესებულებებთან და საგზაო უსაფრთხოებით დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციით შემუშავებული ეს სტრატეგია მოიცავს ახალ გრძელვადიან ხედვას და მიზნებს საქართველოში საგზაო უსაფრთხოებისთვის. ამასთან, შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც თანხვედრაში მოვა სტრატეგიის მიზნებთან.
„მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შედეგების მისაღწევად საგზაო უსაფრთხოებაში უნდა განხორციელდეს გრძელვადიანი ინვესტიციები მთელ რიგ სექტორებში: მართვაში, ინსტიტუციებში, ინფრასტრუქტურაში, საავტომობილო პარკში, ლიცენზირების სტანდარტებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ქცევის წესებსა და ჯანდაცვის სისტემაში. საერთაშორისო პრაქტიკა მიუთითებს, რომ აუცილებელია თანმიმდევრული ქმედებების განსაზღვრა სტრატეგიის შემუშავების, განვითარებისა და კონსოლიდაციის ფაზებთან დამოკიდებულებაში“ - აღნიშნა იაშაღაშვილმა
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ჩართულნი არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და სხვა შესაბამისი უწყებები.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















