png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აფხაზეთში ე.წ. რეფერენდუმი არ შედგა

  • კონფლიქტები
  • 11.07.2016
  • 10:44
აფხაზეთში ე.წ. რეფერენდუმი არ შედგა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი მოსახლეობის დაბალი აქტივობის გამო არ შედგა.

როგორც არაღიარებული რესპუბლიკის დეფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობამ 1,23 პროცენტი შეადგინა. ხმის მიცემის პროცედურაში 1628 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ე.წ. რეფერენდუმი იმ შემთხვევაში შედგებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტი.

ამასთან, აფხაზეთის დეფაქტო ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები თითქმის თანაბრად გაიყო. ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას 750 ადამიანმა მისცა ხმა, წინააღმდეგ კი - 761-მა.

ოპოზიციას ანალოგური რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნა მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეეძლება. აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა უკვე განაცხადა რომ ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის.

გასულ კვირას ოპოზიციამ საკუთარი ინიციატივით დანიშნული რეფერენდუმის შემოდგომაზე გადატანა მოითხოვა. 5 ილისს სოხუმში ე.წ. შინაგან საქმეთა სმაინისტროს შენობასთან დემონსტრანტებსა და ადგილობრივ სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეები დეფაქტო მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ლეონიდ ძიაპშბას კრიმინოგენური ვითარების გაუარესებასა და რეფერენდუმზე მოსახლეობის ნების თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ. მოგვიანებით, რაულ ხაჯიმბასა და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებების შედეგად, დეფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ ძიაპშბას უფლებამოსილება შეუჩერა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge