png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა

  • მსოფლიო
  • 12.11.2026
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან დაახლოებით 1.6 კილომეტრში მდებარე ლოგან-სერკლის რაიონში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა.

ამის შესახებ Associated Press სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს.

პოლიციის პრესსპიკერის, ნიკოლ დინერის განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებული არ არის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დიდი რაოდენობა. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ალყაშია მოქცეული, ხოლო ახლომდებარე სკოლებში უსაფრთხოების მიზნით იზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, შემთხვევის ადგილს მოერიდონ.

NBC News-ის წყაროების ინფორმაციით, პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელმა თავი სპორტულ დარბაზს შეაფარა და იქ ჩაიკეტა.

ინციდენტის ადგილზე გამოძიებაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და ცეცხლსასროლი იარაღის, თამბაქოს, ალკოჰოლისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიუროს თანამშრომლებიც მონაწილეობენ.

ინფორმაცია შემთხვევის მიზეზისა და დაშავებულთა მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

ტეგები:
  • თეთრი სახლი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
  • 08:48
კახა კინწურაშვილი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
  • 08:13
დავა მართლწერის წვრილმან საკითხებზე ქართულ ენას დიდ სამსახურს ვერ გაუწევს. ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი ქართულ ენაზე ციფრული რესურსების შექმნა და განვითარებაა - მზექალა შანიძე
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
  • 07:54
როგორც იუწყებიან, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს მშიშრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო - ილია თოფურია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge