png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილი: საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას

  • ეკონომიკა
  • 21.09.2015
  • 22:01
ირაკლი ღარიბაშვილი: საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას

კრიზისული პერიოდი უკვე გადავლილია და საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას,– ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით სიტუაციას მაქსიმალურად გააკონტროლებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებსაც გამოიყენებს, ხოლო ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის პარამეტრებს გადახედავს.

„ბოლო რამდენიმე კვირაა, უშუალოდ ვხელმძღვანელობ ამ საკოორდინაციო სამუშაო შეხვედრებს. მოვისმინე ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის მოსაზრებები  და ხედვები ლართან მიმართებაში. ორივეს პოზიცია არის ერთი და იგივე მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით. ისინი თანხმდებიან, რომ ლარის კურსი უკვე პიკშია. მათი პროგნოზებით ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში.  ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო კოორდინაცია აქვს ეროვნულ ბანკთან და პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციაც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მანვე აღნიშნა, რომ სიტუაციას მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მართავს და საზოგადოებასთან მაქსიმალური კომუნიკაციის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

სამუშაო შეხვედრას მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაესწრნენ

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge