png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისში თელავივის მაქაბის ლეგენდარული მოთამაშეებისა და თბილისის დინამოს ვეტერანთა ამხანაგური თამაში ჩატარდება

  • სპორტი
  • 23.08.2016
  • 15:24
თბილისში თელავივის მაქაბის ლეგენდარული მოთამაშეებისა და თბილისის დინამოს ვეტერანთა ამხანაგური თამაში ჩატარდება

24 აგვისტოს   თელავივის  კალათბურთის  გუნდის „მაქაბის“ ლეგენდარული ვეტერანი წევრები საქართველოს ეწვევიან.

დორონ ჯამჩი, ტალ ბროდი, ალონ ბებ ზაკენ, ერან ბერგშტეინ, დანი გუტ, გურ ამსტერდამერ, ზახი ბუტბიკა, ლიორ გურშონოვიჩ, რონი ბუსანი, მოტი ბენ დავიდ, ოლსი პერი, დავიდ ქვოდი, დანი ფედერმანი თბილისში სპეციალურად, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მოწვევით, ჩამოდიან და 25 აგვისტოს,  თავისუფლების მოედანზე ისრაელური ინვესტიციით აშენებული „Rustaveli Boutique Hotel“-ის გახსნაში მიიღებენ მონაწილეობას, მეორე დღეს კი თბილისის ახალ  სპორტის  სასახლეში ცნობილ ქართველ ვეტერან კალათბურთელებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

ქართული მხრიდან ითამაშებენ  ნოდარ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, თამაზ ჩიხლაძე, პაატა გურასპაული, გია სანაძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, გივი ბიჭიაშვილი, ზაზა ღონღაძე.

ამხანაგური მატჩის დაწყებამდე ისრაელური კომპანია „ლა ბელ სპორტის“ მოცეკვავეთა ჯგუფი ზუმბას იცეკვებს, ქართველი მომღერლები კი რამდენიმე ებრაულ და ქართულ სიმღერას შეასრულებენ.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა მაისურები ისრაელისადმი სოლიდარობის გამომხატველი წარწერით, რომელიც მაყურებლებს დაურიგდება.

ღონისძიებას დაესწრებიან ისრაელის დელეგაციისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო მატჩს ისრაელის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს თქმით, თელავივის „მაქაბი“ ერთ-ერთი გამორჩეული ისრაელური ბრენდია და მისი ლეგენდარული წევრების საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ჟესტია. `“ის, რომ „მაქაბის“ მსოფლიო სახელები  მონაწილეობას მიიღებენ ისრაელური ინვესტიციით შექმნილ სასტუმროს გახსნაში, ეს ისრაელური პროექტებისა და საქართველოს ბიზნეს გარემოს მხარდაჭერის გამოხატულებაა“ -   აცხადებს იციკ მოშე.

ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა) თამაში 16:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ცნობისთვის: თელავივის კალათბურთის გუნდი „მაქაბი“ მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი  კლუბია. მას ისრაელის 60 ჩემპიონატიდან 51 თამაში აქვს მოგებული, არის ევროპის ექვსგზის ჩემპიონი,   ხოლო ევროპულ გუნდებს შორის  9-ჯერ ეკავა მეორე ადგილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge