png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ცაგერში სპორტის სასახლე შენდება

  • სპორტი
  • 21.09.2016
  • 16:45
 ცაგერში სპორტის სასახლე შენდება

მალე ცაგერს ახალი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და რეაბილიტირებული საფეხბურთო სტადიონი შეემატება.  ცაგერის ფეხბურთის მოედნის ზომა შეესაბამება უეფას მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს, რაც საშუალებას იძლევა სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ აქ საერთაშორისო ეგიდით გასამართი მატჩებიც ჩატარდეს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, კომპლექსი ასევე უმასპინძლებს საქართველოს შიდა პირველობების მატჩებს.
სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, ხოლო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება.
ცაგერსა და ლენტეხს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ესტუმრა და რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად რეგიონში სპორტის განვითარების სამომავლო გეგმები დასახა.
მასობრივი სპორტის განვითარების ფარგლებში ტარიელ ხეჩიკაშვილმა ცაგერსა და ლენტეხში სპორტსმენებს სპორტული ინვენტარი გადასცა: რაგბის, ფეხბურთის, ფრენბურთის და კალათბურთის ფორმები და ბურთები, მოკრივეთა აღჭურვილობა, ძიუდოს და ქართული ჭიდაობის საჭიდაო ფორმები.  ხეჩიკაშვილმა მწვრთნელების და სპორტსმენების მხრიდან ცაგერში არსებული პრობლემები მოისმინა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. აღსანიშნავია, რომ 1 სექტემბრიდან ცაგერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების სპორტის მასწავლებლები და მწვრთნელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ხელფასზე დანამატის სახით 50-70 ლარს იღებენ. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge