png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქიბარ ხალვაში: მიშა სააკაშვილს „რუსთავი-2“-ს არ დავახურინებ!

  • კომენტარები
  • 19.10.2015
  • 17:09
ქიბარ ხალვაში: მიშა სააკაშვილს „რუსთავი-2“-ს არ დავახურინებ!

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავცრელებს. ხალვაში აცხადებს, რომ მიშა სააკაშვილს „რუსთავი-2“-ს არ დავახურინეს.

”კერძო საკუთრების სამართლიანად, სასამართლოს გზით დაბრუნების საქმეში ჩემი ბრძოლის დასაწყისშივე, დავაში ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული მანქანა ჩაერთო, რომელიც გამუდმებით აკეთებს აქცენტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დახურვის შესახებ. 

მინდა ყველას გასაგონად და განსაკუთრებით, ყოფილი პრეზიდენტის გასაგონად განვაცხადო, რომ მის გეგმას განხორციელება არ უწერია.

უკვე დღესავით ნათელი ხდება, რომ სამართლებრივი დავის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანის მცდელობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს: „რუსთავი 2“–ის რეალური მეპატრონე, ყოფილი პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი გეგმავს „რუსთავი 2“-ის დახურვას დ ამ ფონზე პოლიტიკური დივიდენდების მიღებას „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობისთვის რეალურად სიტყვის თავისუფლება არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა მათთვის რომ ცარიელი სიტყვებია, ეს ქართული საზოგადოებისთვის ახალი არ არის. 

ვაცხადებ ღიად და საჯაროდ. – მიშა სააკაშვილს „რუსთავი 2“–ს არ დავახურინებ!

ყველა კანონიერ გზას მივმართავ და სამართლებრივი გზით ჩემი გამარჯვებისთანავე ვუზრუნველყოფ ტელეკომპანიის ფუნქციონირებას სწორედ სიტყვის თავისუფლების პრინციპის განუხრელი დაცვით!

აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ გასულ კვირას საჯარო განცხადებით ღია ეთერში დებატებში გამოვიწვიე „რუსთავი 2“–ის ნომინალური მფლობელები, ყარამანაშვილები.

როგორც მოსალოდნელი იყო, არავინ გამოგვხმაურებია. ეს ფაქტიც ცხადყოფს, რომ ყარამანაშვილები არიან ნომინალურად დანიშნული მეწილეებად და „რუსთავი 2“–ის რეალური პატრონი დღეს არის ოდესის გუბერნატორი მიშა სააკაშვილი.

მე დღის წესრიგიდან ვხსნი ყარამანაშვილებთან ტელე–დებატების საკითხს. მათ, ცხადია, არჩიეს არ გამოჩენილიყვნენ.

სასაუბროდ ვიწვევ „რუსთავი 2“–ის რეალურ პატრონს, მიშა სააკაშვილს

მიშა სააკაშვილი ვალდებულია ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რაც საზოგადოებას „რუსთავი 2“–ის წართმევა–ჩამორთმევის პერმანენტულ პროცესთან დაკავშირებით მის მიმართ გააჩნია. 

ამ თემასთან დაკავშირებით მისი დუმილი მხოლოდ იმის დასტურია, რომ სათქმელი არაფერი აქვს. და თუ აქვს, კეთილი ინებოს და ჩემთან, მის მიერ ყოვლად უსამართლოდ დატერორებულ ადამიანთან, დაჯდეს პირდაპირ ეთერში.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, – მიშას „რუსთავი 2“–ს არ დავახურინებ!

დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რადგან სიმართლე ერთია და ის ჩვენს მხარესაა. სამართლებრივი გზით ჩემი გამარჯვების და „რუსთავი 2“–ის დაბრუნების შემდეგ კი ეს ტელეკომპანია მართლაც გახდება თავისუფალი პარტიული ზეგავლენისგან და დაუბრუნდება სიტყვის თავისუფლების მსახურებას. ამუშავდება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ჟურნალისტური საქმიანობის სრულ დამოუკიდებლობას და თავისუფალ სარედაქციო პოლიტიკას”, - წერია ხალვაშის განცხადებაში. .

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge