png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრები ავსტრიაში ვარჯიშობს

  • სპორტი
  • 26.10.2016
  • 13:28
საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრები ავსტრიაში ვარჯიშობს

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროსა და გენერალური სპონსორის კომპანია "სილქნეტის“ მხარდაჭერით, 2016-2017 წლის ზამთრის სეზონი ავსტრიაში ვარჯიშით გახსნეს.

ამჟამად საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრები ავსტრიაში იმყოფება. ქართველი მოთხილამურეები ჰინტერტუქსის მყინვარზე ვარჯიშობენ. მათ რამდენიმე დღის წინ ახალი სათხილამურო ინვენტარი გადაეცათ. ჩვენი სპორტსმენები 2017 წლის სანტ-მორიცის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც თებერვალში გაიმართება. მანამდე კი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში, მსოფლიო თასისა და საქართველოს თასის რამდენიმე ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს სამთო-მოთხილამურეებს საქართველოს სათხილამურო ფედერაციიდან დელეგაცია ეწვია. ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა - გიორგი რამიშვილმა, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა - ზურაბ კოსტავამ და ვეტერანმა სპორტსმენმა - გიორგი გურაბანიძემ  მოთხილამურეებთან ერთად ისრიალეს.
სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები სეზონის გახსნის  ვარჯიშს დაესწრნენ და სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს.

სახელმწიფოსთან ერთად მოთხილამურეების წარმატებისათვის, ბოლო 8 წლის განმავლობაში უანგაროდ ზრუნავს კერძო კომპანია „სილქნეტი“.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მზად არის ითანამშრომლოს ყველა ორგანიზაციასთან, რათა ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაში სამთო სათხილამურო სპორტის განვითარებისათვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge