png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის შემოვლითი რკინიგზის ბედი რამდენიმე კვირაში გადაწყდება

  • ეკონომიკა
  • 22.09.2015
  • 14:40
თბილისის შემოვლითი რკინიგზის ბედი რამდენიმე კვირაში გადაწყდება

თბილისის შემოვლითი რკინიგზის საბოლოო ბედი რამდენიმე კვირაში გადაწყდება. როგორც ცნობილია, სექტემბრის ბოლომდე „საქართველოს რკინიგზა“ მთავრობას ავსტრიული კომპანია MC Mobility Consultants GmbH-ის მიერ მომზადებულ კვლევას და რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესების რამდენიმე სცენარს წარუდგენს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ შემოვლითი რკინიგზა 18 თვის ვადით დააკონსერვა და 18 თვიანი ვადა კი სექტემბრის ბოლოს იწურება.

„აღნიშნული პროექტის სამშენებლო-საპროექტო სამუშაოებს ახორციელებდა საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისა“ და სს „ხიდმშენის“ ერთობლივი საწარმო. 2010 წლის 14 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით 2013 წლის 4 დეკემბერს გამართულ სხდომაზე იმსჯელა პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შემოვლითი რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით დამატებით საპროექტო საპროექტო საინჟინრო კვლევების ჩატარების თაობაზე. ასევე საქართვერლოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის განკარგულებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული განკარგულების მიღების თარიღისთვის თბილისის შემოვლით რკინიგზაზე შესრულებული სამუშაოების კონსერვაცია 18 თვის გასნმავლობაში და ეთხოვა „საქართველოს რკინიგზას“ საპროექტო-საინჟინრო კვლევის უზრუნველყოფა, რათა აღნიშნული კვლევის საფუძველზე შემუშავებული ცვლილებების პროექტი წარდგენილ იქნას საქართველოს მთავრობისთვის განკარგულების მიღებიდან 18 თვის ვადაში“- აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოწერილ ოფიციალურ წერილში, რომელიც თავის მხრივ „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციას ეყრდნობა.

ირკვევა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ დაქირავებული იქნა ავსტრიული კომპანია MC Mobility Consultants GmbH-ი, რომელიც შემოვლითი რკინიგზის საპროექტო-საინჟინრო კვლევას ჩაატარებს და ასევე რკინიგზის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით ოპტიმალურ სცენარებს შეიმუშავებს, რომელიც საბოლოოდ განსახილველად და დასამტკიცევბლად მთავრობას წარედგინება.

2012 წლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი დაიწუნა, ის შეაჩერა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებამ პოზიციები შეიცვალა. თბილისის შემოვლითი რკინიგზა განსხვავებული მოდიფიკაციებით აშენდება.

პირვანდელი პროექტის თანახმად, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის თბილისის ცენტრიდან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გადატანით სატვირთო და სამგზავრო მატარებლები აღარ გადაკვეთენ თბილისის ცენტრალურ ნაწილს.
პროექტი შეიცავს 30 კმ სიგრძის ახალი ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობასა და არსებული 10 კილომეტრიანი ხაზის რეკონსტრუქციას.
ახალი ხაზი გამოეყოფა არსებულ ხაზს ზაჰესთან, გაივლის ავჭალისა და გლდანის ტერიტორიებს, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მაღლობს და შეუერთდება კახეთის არსებულ რკინიგზის ხაზს სადგურ ლილოსთან. გათვალისწინებულია კახეთის არსებული რკინიგზის ხაზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სადგურ ლილოსთან შეერთების წერტილიდან თბილისის მიმართულებით - გადაკეთება ორლიანდაგიან სარკინგზო ხაზად არსებული ხაზის რეაბილიტაციისა და ახალი ხაზის დამატების გზით.
პროექტი ასევე გულისხმობს სადგურ «დიდუბესა» და სადგურ «ნავთლუღს» შორის მდებარე მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დემონტაჟს, რაც საერთო ჯამში, 73 ჰექტარი მიწის ნაკვეთს გამოათავისუფლებს. აღნიშნული ტერიტორია გამოყენებული იქნება ქალაქის განვითარებისთვის.
თბილისის ცენტრალური სადგური გაუქმდება, ხოლო «დიდუბისა» და «ნავთლუღის» სადგურებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სადგური «ნავთლუღი» მოემსახურება აღმოსავლეთი მიმართულების მგზავრებს, ხოლო სადგური «დიდუბე - დასავლეთით".

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge