png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქართული პროდუქცია საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა „Polagra Food 2015”-ზეა წარდგენილი

  • ეკონომიკა
  • 22.09.2015
  • 15:57
ქართული პროდუქცია საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა „Polagra Food 2015”-ზეა წარდგენილი

 

21 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. მასში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებითა და ხელშეწყობით სურსათის მწარმოებელი ქართული კომპანიები მონაწილეობენ.

გამოფენაზე, საქართველოს სტენდზე წვენების, თხილის, მინერალური წყლისა და ღვინის წარმოებელი ქართული კომპანიების პროდუქცია განთავსდა. გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი კომპანიები: „არომაპროდუქტი“, „კულა“, „ნატექსი/ნატსჯი“, „საგა-2008“, “Anka Fair Trade“, “აერ კომპანი“,“Wine man“, „წყალი მარგებელი“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ სისტემატურად ეხმარება ქართულ კომპანიებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელობის სასურსათო გამოფენებში. ამით ხელი ეწყობა როგორც საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზებას უცხოეთში, ასევე ყალიბდება სათანადო პლატფორმა ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების მიმართულებით.

„Polagra Food 2015” საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებაა, რომლის საგამოფენო სივრცე 65 000-ზე მეტ ვიზიტორსა და 45 სხვადასხვა ქვეყნიდან 1 300-ზე მეტ მონაწილე კომპანიას აერთიანებს, რომელთა შორისაც გადაწყვეტილებათა მიმღებთა (decision-makers) სახით წარმოდგენილია კომპანიები: Aldik, Alma, API Market, Auchan, BAĆ-POL, Carrefour, Chata Poska, Czerwona Torebka, Delikatesy Centrum, Delikatesy Zielony koszyk, Dino, E. Leclerc, Eko, Emperia, EPI Market, Euro Sklep, Eurocash, Grupa Chorten, Grupa PASSA, Hitpol, Intermarche, Jeronimo Martins, Kaufland, Kolporter, LD Holding, Lewiatan, Lidl, Makro, Małpka, Netto, Piotr i Paweł, POLOmarket, Przyjazny Sklep, RABAT Detal, Selgros, Sieć Sklepów Poziomka, Słoneczko, Spar, Grupa Kapitałowa Specjał, Społem, Stokrotka, Tesco, Topaz, Zielony Market, Żabka Polska და სხვა.

საერთაშორისო გამოფენა „Polagra Food 2015” 24 სექტემბრამდე იფუნქციონირებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge