png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

10 აპრილს, თბილისი მერიოტში, პრეზენტაცია ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები გაიმართება

  • საზოგადოება
  • 09.04.2017
  • 10:08
10 აპრილს, თბილისი მერიოტში, პრეზენტაცია ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები გაიმართება

10 აპრილს, თბილისი მერიოტში, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნატალია ჯალიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი, შომბი შარპი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე და მონიკა აზიმი, აშშ-ს განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის ხელმძღვანელი გახსნიან პრეზენტაციას თემაზე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება: ძირითადი მიგნებები და სამომავლო ნაბიჯები.

ღონისძიების მიზანია საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში 2014-2020 წწ. ეროვნული სტრატეგიის განხორციელების პროგრესისა და სამომავლო მიდგომებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ, საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის მიერ მომზადებული ანგარიშის წარდგენა. ანგარიშში შესულია 2016 წლის 29 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, ექსპერტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებისას გამოკვეთილი მიგნებები და თანმდევი მოვლენები.

ანგარიში მიესალმება მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მეტნაკლებად ყველა საკვანძო მიმართულებით. ზოგადი რეკომენდაციების გარდა, ანგარიშში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები ისეთ საკითხებთან მიმართებაში როგორიცაა მართლმსაჯულება, პენიტენციური სისტემა და  წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, უმცირესობათა უფლებები, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, მიგრანტთა უფლებები, ასევე გენდერული თანასწორობისა და მუშაობის უფლება. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს სამომავლო აქტივობებისთვის. იმედია, ეს ანგარიში დაეხმარება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს საკუთარი პროგრესის შეფასებაში და იმის გააზრებაში, თუ როგორ მიაღწიონ ძირითად მიზანს, რომელიც მდგომარეობს სახელმწიფო პოლიტიკის ყველა დოკუმენტში ადამიანის უფლებათა ინტეგრირებასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებათა კულტურის პოპულარიზაციაში.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ასევე სახალხო დამცველის ოფისის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობა და შესაძლო სამომავლო ნაბიჯები.

პრეზენტაცია მხარდაჭერილია ამერიკის მთავრობის USAID-ის  დაფინანსებული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. იგი შეესაბამება EWMI/PROLoG-ის მიზანს დაეხმაროს ადამიანის უფლებათა უწყვეტი რეფორმის სისტემის ჩამოყალიბებას და ამერიკის მთავრობის ძალისხმევას ხელი შეუწყოს დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას საქართველოში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge