png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს

  • ბიზნესი
  • 13.10.2026
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს

კომერციული ავტომობილების წამყვანი იაპონური მწარმოებლის, UD Trucks-ის, ახალი მოდელები ქართულ ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია. ბრენდს საქართველოში,  სომხეთსა და აზერბაიჯანში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულება წარმოადგენს. კომპანია სამივე ბაზარზე მომხმარებლებს UD Trucks-ის კომერციულ ავტომობილებთან ერთად სათადარიგო ნაწილებსა და სრულ სერვისსაც სთავაზობს.

ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „UD Trucks-ის საქართველოში შემოსვლა ჩვენთვის მხოლოდ ახალი ბრენდის პორტფელში დამატებას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხმარებლებისთვის რეალური ბიზნესამოცანების მიხედვით განსხვავებული სატრანსპორტო გადაწყვეტების არჩევის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიგვეცა, მათ შორის საშუალო სეგმენტში. UD Trucks Quester მძიმე სამუშაო პირობებისთვისაა შექმნილი და გათვლილია ყოველდღიურად ინტენსიურ ექსპლუატაციაზე. მოდელი უზრუნველყოფს მაღალ ტვირთამწეობას, საწვავის ეფექტიან მოხმარებას, ექსპლუატაციის უწყვეტობასა და უსაფრთხოების მხარდამჭერ თანამედროვე ფუნქციებზე წვდომას. იაპონური ბრენდი იმ ბიზნესებისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო, რომლებიც სატვირთო ავტოპარკის გამძლეობისა და ყოველდღიურ ოპერაციებზე მორგების საკითხებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ“.

ამ ეტაპზე იაპონური ბრენდი საქართველოში ორი მოდელით იქნება წარმოდგენილი - მძიმე ტვირთამწეობის Quester  და საშუალო ტვირთამწეობის Croner. სხვადასხვა კონფიგურაციის სატვირთო ავტომობილები ბიზნესის კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება: დაწყებული სამშენებლო და მძიმე ტვირთამწეობის ოპერაციებით, დასრულებული ურბანული და რეგიონული დისტრიბუციით.

ამასთანავე, Quester-ის კაბინა მძღოლის კომფორტზეა მორგებული და ხანგრძლივი სამუშაოების შესრულებისას მისი დაღლილობის შემცირებას უწყობს ხელს. Quester-ის კონცეფცია იმ ბიზნესების საჭიროებებს პასუხობს, რომლებსაც რთულ სამუშაო პირობებში საიმედო და გამძლე სატვირთო ავტომობილი სჭირდებათ, მათ შორის საგზაო-სამშენებლო და საკარიერო ოპერაციებისთვის.

UD Trucks Croner მრავალფუნქციური საშუალო ტვირთამწეობის ავტომობილია, რომელიც სხვადასხვა ბიზნესის საჭიროებაზე მორგების შესაძლებლობას იძლევა. მოდელი ხელმისაწვდომია საერთო მასის სამი დიაპაზონითა და თვლების სხვადასხვა კონფიგურაციით. Croner-ის კონცეფციაში ასევე გათვალისწინებულია მძღოლის კომფორტი და მართვის სიმარტივე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველდღიურ და ინტენსიურ სატრანსპორტო ოპერაციებში. დამატებით, მომხმარებელს შეუძლია ავტომობილის ძრავისა და ამძრავის სისტემის, PTO-სა და კონკრეტულ სამუშაოზე მორგებული სხვა კომპონენტების არჩევა, რაც Croner-ს ურბანული და რეგიონული დისტრიბუციის, მუნიციპალური მომსახურების, საევაკუაციო და სპეციალიზებული ოპერაციებისთვის მოქნილ გადაწყვეტად აქცევს.

მაჯდა როჩდი, UD Trucks - ახლო აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკა, მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი: „კავკასიის რეგიონს მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში, სადაც სხვადასხვა ბიზნესსაჭიროებაზე მორგებულ საგზაო ტრანსპორტზე, ლოგისტიკურ, სამშენებლო და სადისტრიბუციო გადაწყვეტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. „თეგეტასთან“ პარტნიორობით კი რეგიონში UD Trucks-ის პოზიციებს გავაძლიერებთ და მომხმარებლებს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იაპონური ბრენდის პროდუქციაზე წვდომას მივცემთ. ამ გამოცდილების „თეგეტას“ ადგილობრივ ექსპერტიზასთან, მომხმარებლებთან ხანგრძლივ ურთიერთობებსა და მომსახურების შესაძლებლობებთან გაერთიანებით რეგიონში ბრენდის მდგრადი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ვქმნით.

UD Trucks ბაზარზე საიმედო, ეფექტიანი და პრაქტიკული სატრანსპორტო გადაწყვეტებით შემოდის. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის კომერციული სატრანსპორტო საშუალებები, არამედ მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული, გრძელვადიანი მხარდაჭერა შევთავაზოთ“.

UD Trucks 1935 წელს დაარსდა და დღეს იაპონიაში კომერციული ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მწარმოებელია. მისი პროდუქცია მსოფლიოს 60-ზე მეტ ბაზარზეა ხელმისაწვდომი და ლოგისტიკის, დისტრიბუციის, მშენებლობისა და მუნიციპალური მომსახურების მიმართულებებში აქტიურად გამოიყენება. UD არის აბრევიატურა Ultimate Dependability-ისა, რაც „უმაღლეს საიმედოობას“ ნიშნავს და ასახავს ბრენდის მისიას – მომხმარებლებს შესთავაზოს საიმედო სატვირთო ავტომობილები მათი ყოველდღიური ოპერაციების მხარდასაჭერად.

პორტფელში UD Trucks-ის დამატებით „თეგეტა ჰოლდინგი“ კორპორაციულ მომხმარებლებს სატვირთო და კომერციული ტრანსპორტის მიმართულებით კიდევ უფრო ფართო არჩევანს სთავაზობს. ავტოინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილებითა და საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის მდიდარი ისტორიით „თეგეტა“ ბიზნესისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სატრანსპორტო გადაწყვეტების ხელმისაწვდომობის ზრდას განაგრძობს.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს  სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.

ტეგები:
  • თეგეტა
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge