png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რად მიმატოვე? - დეკანოზი გიორგი მამალაძე

  • საზოგადოება
  • 09.04.2017
  • 15:18
რად მიმატოვე? - დეკანოზი გიორგი მამალაძე

„როგორც ჯვარცმულმა მაცხოვარმა მიმართა მამას - რად მიმატოვეო და მყისიერი პასუხი მიიღო მისგან, მეც მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე? არ მჯერა, რომ შენ სიყვარულს არ ძალუძს დასძლიოს ყველანაირი წნეხი და ზეწოლა! ღმერთმა უწყის, არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება, მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრებლის სიტყვა და ღიმილი, შენი მადლიანი ხელი“, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც მისი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ავრცელებს. 

„აქამდე ასე კარგად ვერ ვაცნობიერებდი მოსაზრებას, რომ განსაცდელი ადამიანს უფალთან უფრო აახლოებს. მეტიც, ასეთ მდგომარეობაში ყველა შენი მახასიათებელი უფრო მკვეთრი ხდება - მეტია თვითკრიტიკაც, საკუთარი თავის რწმენაც, უკომპრომისობაც. 

მრავალი ცოდვის თანამდები ვარ, მაგრამ ღმერთია მოწამე, არა მკვლელობის, ან მკვლელობის მცდელობისა. ვისთვისაც ასეთი რამ არ დაუბრალებიათ, ალბათ, მისთვის რთული წარმოსადგენია ჩემი განცდები, რთული შესაფასებელი ჩემი გადაწყვეტილებებები. 

რატომ ვშიმშილობ? ამით ჩემს სულიერ ძმებს მინდა შევახსენო - "არა ერთითა პურითა სცხონდების კაცი..."

ასევე როგორც ჯვარცმულმა მაცხოვარმა მიმართა მამას - რად მიმატოვეო და მყისიერი პასუხი მიიღო მისგან, მეც მივმართავ სულიერ მამას - რად მიმატოვე? არ მჯერა, რომ შენ სიყვარულს არ ძალუძს დასძლიოს ყველანაირი წნეხი და ზეწოლა! ღმერთმა უწყის, არანაირი თავდებობა და შუამდგომლობა არ მჭირდება, მხოლოდ შენი ნუგეშისმომგვრებლის სიტყვა და ღიმილი, შენი მადლიანი ხელი. 

რაც შეეხება ჩემი სიმართლის დამტკიცებას, ამას თავად შევძლევ ღვთის შეწევნით. მაცხოვარი ხომ ბრძანებს - "ოდეს შეგიყვანეეს შესაკრებელსა მთავართასა, ნუ ზრუნავთ რა სიტყვა მიუგოთ ანუ რა სთქვათ, რამეთუ სულმან წმინდამან გასწიოს თქვენ მას ჟამსა შინა რა იგი სთქვას“, - აღნიშნულია დეკანოზის წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი ავრცელებს. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge