png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სახალხო დამცველმა მუსლიმების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთისას რელიგიის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა

  • საზოგადოება
  • 04.05.2017
  • 11:53
 სახალხო დამცველმა მუსლიმების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთისას რელიგიის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა მუსლიმების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთისას რელიგიის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა, - ამის შესახებ ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 ,,2017 წლის 24 აპრილს სახალხო დამცველმა რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტზე რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ „შემოსავლების სამსახურს.“ განმცხადებლების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და ააიპ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ წარმოადგენდა.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის კვეთისას, სავიზო-საპასპორტო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან დაბრკოლებები ექმნებათ მუსლიმ პირებს. მათ აყოვნებენ და კითხვებს უსვამენ მათი გარეგნობის, რელიგიური აღმსარებლობისა და ცხოვრების წესის შესახებ. ამასთან, ყველანაირ პირობას უქმნიან, რომ ნებაყოფლობით დათმონ თავიანთ საკუთრებაში არსებული რელიგიური ლიტერატურა. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა განმცხადებელთა რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას მათი მიმოსვლის თავისუფლების და საკუთრების უფლებების შეზღუდვის გზით.

სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ საზღვრის დაცვა და კონტროლი, როგორც წესი, სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, თუმცა, აღნიშნული ამოცანის მიღწევის სანაცვლოდ არ უნდა მოხდეს ადამიანის ძირითად უფლებებში იმგვარი ჩარევა, რომელიც მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალება არ არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც უფლების შეზღუდვა მხოლოდ ადამიანის რელიგიური კუთვნილებით არის განპირობებული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს მოუწოდა, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვით და ინდივიდუალურ საფუძველზე განახორციელოს შემომსვლელ და გამსვლელ პირთა საპასპორტო-სავიზო კონტროლი და თანმდევი საბაჟო პროცედურები; ამასთან, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად გადამზადდნენ ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საპასპორტო-სავიზო კონტროლს და თანმდევ საბაჟო პროცედურებს“.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge