png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ - 26 მაისს ღონისძიებები ამ ლოზუნგით გაიმართება

  • საზოგადოება
  • 25.05.2017
  • 16:22
„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ - 26 მაისს ღონისძიებები ამ ლოზუნგით გაიმართება

26 მაისს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დამატებითი თემატური დატვირთვა მიეცემა - "ვეფხისტყაოსანი". ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში გაიმართება ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე ტრადიციულად გაიმართება ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონია; რუსთაველის გამზირზე მოეწყობა შემეცნებით–გასართობი კუთხეები, მუსიკალურ–თეატრალური სცენები, ქართველ მეწარმეთა ბაზრობა, საბავშვო სივრცეები; გამოიფინება „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემების ცნობილი კოლექცია, ვარდების მოედანზე გაიმართება გალა კონცერტი; საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია კონცერტები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, დღის გასართობი ღონისძიებები. 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორი - 80-მდე მეწარმე და 30-მდე ქართული და საერთაშორისო კომპანია.

დეტალური განრიგი:

თავისუფლების მოედანი

12:00 - ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია; სამხედრო ტექნიკის გამოფენა

რუსთაველის გამზირი

(თბილისის მერია)

  • საბავშვო კონცერტები - 11:00 - 11:40; 12:30 - 13:10; 13:30 – 14:10; 14:30 – 15:30
  • ვიქტორინა (თემა ვეფხისტყაოსანი) - 13:10 – 13:30; 14:10 – 14:30; 15:30 – 15:50; 17:40 – 18:00
  • ელექტრონული მუსიკა - 15:50 – 17:40 და 18:00 – 00:00
  • მხატვრების მიერ ფერწერული ტილოების შექმნა 12:00 – 16:00
  • 17:00 - სოლიდარობის ფონდის დასახმარებლად ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი და ვეფხისტყაოსნის თემატიკით აქსესუარების გაყიდვა
  • 11:00-დან 21:00 საათამდე - საბავშვო არქეოლოგიური გათხრები
  • 11:00-დან 21:00 საათამდე - ინსტალაცია „ვეფხისტყაოსნის“ უცხოური გამოცემები და „ანბანი“
  • 11:00-დან 21:00 საათამდე - „ვეფხისტყაოსნის" გმირების ვირტუალური გაცოცხლება, პანტომიმის თეატრის და მოძრაობის თეატრის წარმოდგენები
  • სუხიშვილების ანსამბლის ბავშვების ფლეშმობი

11:00-დან 21:00 საათამდე:

(ეკონომიკის სამინისტრო)

  • ტექნოპარკის სივრცეში წარმოდგენილები იქნებიან სტარტაპერები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს შეასრულებენ თემატურად „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, გაიმართება გამოფენა/გაყიდვა
  • 80-მდე მეწარმის, ასევე კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

(გარემოს დაცვის სამინისტრო)

  • ქვიშაზე ხატვა - ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებისა და სცენების ილუსტრირება  
  • ,,ქაჯეთის ციხის’’ კონსტრუქცია და საბავშვო სივრცე
  • დიდი ზომის სამეფო ჭადრაკი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების ვიზუალით
  • მიჯნურთა, რაინდობის და მეგობრობის ხეივანი
  • იშვიათი სახეობების მცენარეებით ვეფხისტყაოსნის თემატიკის წარმოდგენა

(განათლების სამინისტრო)

  • მონაწილეობა ეტრატის დაძველების პროცესში
  • „თავისუფალი გაკვეთილები“ ბავშვებისთვის - ზღაპრული სივრცე
  • ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მულაჟების გამოფენა

(სოფლის მეურნეობის სამინისტრო)

  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა

(კულტურის სამინისტრო)

  • 3 არტ კაფე  

(სპორტის სამინისტრო)

  • სპორტული ღონისძიებები

(საგარეო საქმეთა სამინისტრო) 

  • ეროვნულ მუზეუმში გამოფენა - 51 ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ 

ვარდების მოედანი

21:00 - გალა კონცერტი (თბილისის მერია)

კონკრეტული ლოკაციები:

რომელ ლოკაციებზეა შესაძლებელი მინისტრების ჩაწერა (დროის შესათანხმებლად მედიას დაუკავშირდებიან უწყებების პრესსამსახურები):

თბილისი, რუსთაველის გამზირი:

  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - თავისუფლების მოედნიდან 25 მეტრის დაშორებით - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო - 11:00სთ.)
  • სპორტის სამინისტრო - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორია
  • ტექნოპარკი - ეროვნული მუზეუმის წინ (სპიკერები - სტარტაპერები)
  • გარემოს დაცვის სამინისტრო - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო -  13:30 სთ.)
  • მერია - ქაშუეთის წინ
  • სოლიდარობის ფონდისთვის მხატვრების ნამუშევრები - ცისფერი გალერეა
  • განათლების სამინისტრო - პირველი სკოლის ტერიტორია
  • სპორტის სამინსიტრო, რაგბი - სასტუმრო მერიოტთან - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო 14:00 სთ.)
  • კულტურის სამინისტრო - თეატრალურ ინტიტუტამდე - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო - 10:00სთ.)
  • ეკონომიკის სამინისტრო, სტარტაპი - სასტუმრო ბილტმორიდან ვარდების მოედნამდე (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო - 10:30სთ.) 

რეგიონები:

o          სამხედრო ტექნიკის გამოფენა

o          დასკვნითი კონცერტი

o          ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული საბავშვო, გასართობი, სპორტული ღონისძიებები

მცხეთა:

  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ქართველი მეწარმეების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო - 14:00სთ.)
  • შერიგების სამინისტრო - ეთნიკური უმცირესობების ჩართულობით კონცერტი, საბავშვო ღონისძიებები, გამოფენები - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო - 15:00 -17:00სთ.) 

ფოთი:

  • განათლების სამინისტრო - პროფესიული სასწავლებლების კუთხე (ბარმენების შოუ, კულინარიის შოუ და ა.შ.); თსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბენდების კონცერტი

გორი:

  • ევროინტეგრაციის სამინისტრო - უვიზო მიმოსვლის სიმულაციური სივრცე, წესების გაცნობა; საბავშვო გასართობი სივრცე - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო - 13:00სთ.)

ქუთაისი:

  • ენერგეტიკის სამინისტრო - ელექტრონული მუსიკის სივრცე - 14:00 – 00:00 - თეთრ ხიდთან (ZaPa, Sumo, Zurkin, Machaidze, ერეკლე დეისაძე)

ზუგდიდი:

  • ჯანდაცვის სამინისტრო - საინფორმაციო, სანახაობრივი ღონისძიებები - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო 11:00 სთ-დან.)
  • გარემოს დაცვის სამინისტრო - „იზრუნე გარემოზე“, საბავშვო გასართობი სივრცე - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო 11:00-15:00 სთ.)

თელავი:

  • შ.ს.ს. - პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ - (მინისტრის დასწრების სავარაუდო დრო 14:00 სთ.)

ახალციხე:

  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - მე-12 საუკუნის გაცოცხლება რაბათის ციხეში, საბავშვო გასართობი სივრცეები - ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დასწრების სავარაუდო დრო 13:00-16:00 სთ.)

ოზურგეთი:

  • იუსტიციის სამინისტრო - საინფორმაციო, შემეცნებითი, საბავშვო-გასართობი პროგრამა

ამბროლაური:

  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო - შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, საბავშვო სივრცე - (დაესწრება მინისტრის მოადგილე) 
 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge