png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მაკა ჩიჩუამ წნორში შშმ პირთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

  • საზოგადოება
  • 08.06.2017
  • 12:03
 მაკა ჩიჩუამ წნორში შშმ პირთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პროექტის „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“ ფარგლებში კახეთის რეგიონს ეწვია.

პროექტი, რომელიც  პირველი ლედის პატრონაჟითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად საქართველოს რეგიონებში მცხოვრები შშმ პირთა მშობლების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ისახავს.

„ ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს დედების თემთან მთელი საქართველოს მასშტაბით,  ვიყავით გურიაში, აჭარასა და იმერეთში.

ძალიან გააქტიურებულია დედების თემი. თუ ადრე სახლში მალავდნენ ბავშვებს და ცდილობდნენ გაერიდებინათ ისინი საზოგადოებისგან, ახლა პირიქით ხდება, ყველას უნდა ამ ბავშვების ინტეგრაცია. რეალურად გამოჩნდა, რომ მათი ინტეგრაციის და სოციალიზაცის შედეგია, რომ ბავშვები არიან ხალისიანები, უკეთ ვითარდებიან და აქვთ ძალიან დიდი შედეგი“,- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

შეხვედრა ქალაქ წნორში გაიმართა და მასში კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლები მონაწილეობდნენ. 

მაკა ჩიჩუამ წნორში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი მოინახულა და მისი ბენეფიციარების მიერ მომზადებული მუსიკალური ნომერი მოისმინა.

ქვეყნის პირველი ლედი სიღნაღში თერაპიის კავშირს „ქედელი“ ეწვია და ცენტრის ტერიტორიაზე არსებული სოციალური საწარმოები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

პროექტის „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“ ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა ოზურგეთში, ხელვაჩაურსა და საჩხერეში. ხვალ მაკა ჩიჩუა ბოლნისს ეწვევა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge