png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„თუ ვიწვევთ ახალგაზრდებს ჯარში, ისინი არ უნდა გვყავდეს ყარაულში“

  • თავდაცვა
  • 06.11.2015
  • 17:47
„თუ ვიწვევთ ახალგაზრდებს ჯარში, ისინი არ უნდა გვყავდეს ყარაულში“

2016 წლიდან საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხი საჯარო განხილვის შედეგად უნდა გადაწყდეს. იმ შემთხვევაში, თუ გაწვევა დარჩება, თავდაცვის სამინისტრო სადისკუსიო მაგიდას სამი მთავარი საკითხით შეუერთდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„იყო ვითარება და მოცემულობა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება გაწვევის გაუქმებაზე - აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება. გაწვევა საერთოდ გაუქმებული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მაგრამ დააბრუნეს იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ქვეყნებს გაუჩნდათ დღეს. მე არ ვემხრობი გაწვევის დატოვებას, მაგრამ თუკი უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თავდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული პოზიციები ამ საკითხზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ვიწვევთ ახალგაზრდას ჯარში, მან უნდა გაიაროს სრული საწვრთნელი კურსი, რომ უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. საქართველოში ეს სისტემა ყოველთვის მახინჯი იყო და არასდროს პასუხობდა ჯარის რეალურ ამოცანებს. ჩვენ გვინდა, ეს შევცვალოთ. თუ რჩება გაწვევა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი აღარ იქნება ყარაულში. ისინი იქნებიან ქვეყნის სამსახურში კონსტიტუციური მოვალეობის შესრულების პროცესში, როგორც ამას ამბობს ქვეყნის კონსტიტუცია.

მეორე, თუკი საჯარო დაწესებულებები ვიღებთ ვალდებულებას, რომ თანამშრომელს, რომელსაც ჯარში იწვევენ, უნარჩუნდება სამსახური ჯარის დასრულებამდე, ეს ვალდებულება აუცილებელი პირობა უნდა იყოს ნებისმიერი დამსაქმებლისთვის.

მესამე, ეს არის ვადები. ვფიქრობ, ერთი წელი ძალიან ბევრია იმ პირობებშიც კი , თუ დავტოვებთ გაწვევას. თავისუფლად შეგვიძლია, ეს დრო გავანახევროთ და სამხედრო სამსახურის 6-თვიანი სრული საწვრთნელი კურსი შევთავაზოთ ახალგაზრდებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge