png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ეუთოს რეზოლუციაში ცვლილება შევა - სოფიო ქაცარავა

  • პოლიტიკა
  • 07.07.2017
  • 16:25
 ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ეუთოს რეზოლუციაში ცვლილება შევა - სოფიო ქაცარავა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, ასამბლეის დელეგატებმა რეზოლუციის პროექტზე იმსჯელეს. რეზოლუციაში, რომელშიც ეუთოს სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეა საუბარი, საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება აისახება. 

კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული ჩანაწერის ტექსტი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ წარმოადგინა. რეზოლუციის პროექტის თანახმად, „საპარლამენტო ასამბლეა წუხილს გამოთქვამს საერთაშორისო ნორმების და პრინციპების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით პროგრესის არარსებობის გამო. ასევე ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით“.

რეზოლუციის პროექტის 32-ე პუნქტში ასევე არის მოწოდება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების და ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდების შესახებ.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების საკითხებს შეეხება, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო რეზოლუციის ტექსტში აისახება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge