png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველომ ჩემი მეუღლის ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა - პეტრო პოროშენკო

  • პოლიტიკა
  • 18.07.2017
  • 13:31
საქართველომ ჩემი მეუღლის ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა - პეტრო პოროშენკო

ჰოლოდომორის დროს, საქართველომ ჩემი მეუღლის ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგასთან  ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ყველა არ იცის, რომ 1933 წელს, ჰოლოდომორის დროს, ჩემი მეუღლის დიდი ბაბუა იძულებული იყო ოჯახით თბილისში გაქცეულიყო და საქართველომ იხსნა ჩემი მეუღლის ოჯახ​ი შიმშილით სიკვდილისგან. ჩემი მეუღლის ბებია ანა ნადეჟდინა 1943 წელს სტალინგრადში მოხვდა და ევაკუირებული იყო, სად? - თბილისში. თბილისში ცხოვრობდა. გუშინ, მარინამ თავის დედას დაურეკა და მინდა, ეს სახლი ვნახო და მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ჩემი მეუღლის ოჯახს უშველა. ეს რჩება თაობებში და ეს მტკიცე საფუძველს აყალიბებს ჩვენი ნდობის და მეგობრობის“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

მისივე თქმით, უკრაინასა და საქართველოს ერთიდაიგივე პრობლემა აქვთ.

„უღრმესი მადლობა მინდა მოგიხადოთ იმ უნიკალური ატმოსფეროსთვის, რომელსაც ჩვენმა დელეგაციამ პირველივე ნაბიჯებიდან იგრძნო. ჩვენ მეგობრებს შორის ვართ. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ვართ. თქვენ მათ შორის ხართ, ვისაც უკრაინა ძალიან ენდობა. სასიამოვნოა, რომ თბილისში მაშინ ვიმყოფები, როცა ჩვენი სახელმწიფოები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ოთხ დღეში აღნიშნავენ. აღდგენის, რადგან ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები 1918 წლის 4 ივლისს დავამყარეთ. ჩვენი მტკიცე დიპლომატიური ურთიერთობების ქვეყნებს შორის ახლა 90 წელია", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. 

მისივე თქმით, უკრაინელებს შეუძლიათ ქართველი ხალხის იმედი ჰქონდეთ, როგორც ქართველ ხალხს შეუძლია, უკრაინელი ხალხის იმედი ჰქონდეს. ,,ასე იყო 2008 წელს, 2014 წელს და ახლაც ასეა“, - აღნიშნა პოროშენკომ.

გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება იმ ადამიანებზეც გაამახვილა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

„უკრაინელები ქართველი მოძმე ბიჭების საპატივცემულოდ თავს ხრიან, რომლებიც 2014 წელს უკრაინაში ჩამოვიდნენ და ჩვენს ქვეყანას იცავდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ საქართველოს იცავდნენ. ამ დონის ურთიერთობისთვის მადლობას გიხდით“, - აღნიშნა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტი თბილისს ოჯახთან და სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან ერთად გუშინ ესტუმრება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge