png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველო და უკრაინა შავ ზღვაში ბორნების ერთობლივად ოპერირებას გეგმავს

  • პოლიტიკა
  • 19.07.2017
  • 15:56
საქართველო და უკრაინა შავ ზღვაში ბორნების ერთობლივად ოპერირებას გეგმავს

საქართველო და უკრაინა ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხს განიხილავს. ერთობლივი საწარმოს მიზანი შავ ზღვაში უკრაინული ბორანით ოპერირებაა. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ დოვგანმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ინიციატივა უკრაინის პრემიერმინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა აპრილში უკრაინის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზების ხელმძღვანელების შეხვედრაზე გააჟღერა. დოვგანის თქმით, სწორედ მაშინ ტრასნკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიზნით ერთობლივი საწარმოს შექმნის იდეა გაჩნდა. იდეის განხორციელება, ამ დერეფანში მოხვედრილი ტვირთების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დამუშავების შესაძლებლობას იძლევა. დოვგანი აღნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით განიხილება ბორნების ერთობლივად მართვის საკითხი. „ერთი მხრივ ვხედავთ, რომ ყაზახეთის მხრიდან ბორნებთან დაკავშირებით დიდი ინტერესი არ არის, დიდად არც აზერბაიჯანული მხარეა დაინტერესებული, რამდენადაც მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინული ბორნები დიდია და ხარჯიანი.“ დოვგანი განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან უნდა შეთანხმდეს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და საქართველომ ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხზე თბილისში უკრაინული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმსჯელეს.

დოვგანის განცხადებით კასპიის ზღვის აზრებაიჯანული სანაოსნო მიიღებს მონაწილეობას კონკურსში, რომელიც შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვების ოპერატორები უნდა გამოვლინდეს. აქ ორი ძლიერი პრედენდეტია ჩინური და აზერბაიჯანული კომპანიები. როგორც ირკვევა, ილიჩევსკის სარემონტო ქარხანაში უკვე დაიწყო ბორან „გეროი შიპკის“ რემონტი. ტრანსკასპიურ მარშუტზე სამუშაოდ იგეგმება კიდევ ერთი ბორანის „ გეროი პლებნის“ მომზადებაც. აღნიშნული ბორნები ბათუმი-ფოთი-ჩერნომორსკის მარშრუტზე იმოძრავებენ. როგორც ირკვევა აღნიშნული ბორნები ექსპულატაციაში 2017 წლის მარტში შევლენ. გარდა ამისა სექტემბერში იგეგმება ჩერნომორსკის საბორნე კომპლექსის გამოყენებაზე კონკურსის გამოცხადება, რომელშიც მთავარ პრეტენდენტად ჩინური China Road and Bridge Corporation კომპანია მოიაზრება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge