png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ნიკა გვარამია ახალ ტელევიზიას ხსნის?!

  • ეს საინტერესოა
  • 09.11.2015
  • 16:20
ნიკა გვარამია ახალ ტელევიზიას ხსნის?!

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შესაძლოა, ახალი ტელევიზია გახსნას.

კულუარული ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას რუსთავი-ის რამდენიმე ჟურნალისტთან უკვე ქონდა საუბარი, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ წაყვება გვარამიას ახალ არხზე. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს არხის გენერალური პროდიუსერი. რაც შეეხება რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს, ისინი ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

ამბობენ იმასაც, რომ ახალი არხის გახსნის შემთხვევაში, გვარამიასთან რუსთავი 2-ის მთავარი სახეები: ნანუკა ჟორჟოლიანი, მაია ასათიანი, ზაალ უდუმაშვილი, გიორგი გაბუნია, დიანა ჯოჯუა, ნოდარ მელაძე, დავით კიკალიშვილი და სხვები გადვლენო, თუმცა რა იქნება და როგორ ეს ჯერჯერობით არავისთვისაა ცნობილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ტელეკომპანიის შექმნის იდეაზე, რუსთავი 2-ის აქციების საკონტროლო პაკეტის ერთ-ერთმა მფლობელმა გია ყარამანიშვილმაც ისაუბრა. ყარამანიშვილის თქმით, მას რუსთავი 2-ის ნაცვლად ახალი არხის გახსნის ინიციატივა ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაუჩნდა.

“რისთვის შეიძლება ჭირდებოდეს მიხეილ სააკაშვილს ტელევიზია? რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენისთვის, არა? მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკშვილი ოპოზიციაში გადავიდა და თეორიულად სჭირდებოდა სწორედ ასეთი რეიტინგული ტელევიზია, მე და ჩემმა ძმამ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კომპანია რუსთავი 2 გაგვეყიდა. ჩემი ძმა დავარწმუნე, რომ ჩემთვის, რუსთავი 2-ის ბრენდის გაყიდვა იყო მომგებიანი, რათა ახლიდან შეგვექმნა ახალი ტელევიზია. სრულიად სხვა ტიპის. ეს იქნებოდა თანამედროვე ტექნოლოგიებზე აწყობილი, სხვა სტილის ტელევიზია. ამის შესახებ არხის ხელმძღვანელობამ იცოდა”, – განაცხადა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუსას გია ყარამანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი დაინიშნენ. ამას გარდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის წილის 100% საკუთრებაში დაუბრუნდა ქიბარ ხალვაშს და მის კომპანია “პანორამას”.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge