png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ხიდაშელი: საქართველო არ იქნება ყველაფერზე თანახმა და „მუქთა“ სატრანზიტო დერეფანი

  • თავდაცვა
  • 09.11.2015
  • 18:01
ხიდაშელი: საქართველო არ იქნება ყველაფერზე თანახმა და „მუქთა“ სატრანზიტო დერეფანი

„ჩვენ არ ვაპირებთ ისეთ უცნაურ გაერთიანებებში გაწევრიანებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის საეჭვო და ბუნდოვან პერსპექტივებს გვპირდება. წინა ხელისუფლებამ აშკარად დააგვიანა დსთ-დან გამოსვლა, მაგრამ გამოცდილების თვალსაზრისით ჩვენ „კარგი გაკვეთილი“ მივიღეთ“,- ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა "ევრო დიალოგი XXI" - თვის მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან“ გამოსვლის შემდეგ ცენტრალური აზიის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებს შესახებ. „სამხრეთის ენერგოდერეფანი“, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ირანის პოტენციურ რესურსებთან ერთად, ევროპაში, რუსული გაზის მთავარ ალტერნატივად განიხილება. ენერგეტიკული თანამშრომლობა ღრმავდება თურქმენეთთან, რომლის ენერგომარაგებიც გაზრდის „სამხრეთის ენერგოდერეფნის“ პოტენციალს და მის პოლიტიკურ დატვირთვას. საქართველო ამ გზაზე პარტნიორების ერთგული, სანდო და შედეგზე ორიენტირებული მოკავშირეა. ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება სცდება ერთი ქვეყნის ინტერესებსა და მისწრაფებებს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.   ინტერვიუში მინისტრმა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე და ამ მიმართულებით მთავრობის ხედვებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით: „საერთაშორისო და რეგიონული დონის სატრანზიტო პროექტები, ბევრი უცხოური ინვესტიცია და რაც მთავარია, ჩვენი შესაძლებლობების და აქტივების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება - არის ქვეყნის ენერგეტიკული და ფინანსური კეთილდღეობის გარანტია. საქართველოს მთავრობას აქვს მტკიცე ნება - ღირსეული ადგილი დაიკავოს ყველა საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტში, რომელშიც ჩართული ვიქნებით. მიმაჩნია, რომ არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საქართველო, მსგავსი ტიპის პროექტებში ყველაფერზე თანახმა და „მუქთა“ დერეფანი იქნება“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge