png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ანა დოლიძე ამერიკის საზღვაო აკადემიას ესტუმრა

  • თავდაცვა
  • 10.11.2015
  • 10:05
ანა დოლიძე ამერიკის საზღვაო აკადემიას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ამერიკის საზღვაო აკადემიას ესტუმრა. აკადემიაში მასთან ერთად საქართველოს სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი და ამერიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანა დოლიძე ვიზიტის ფარგლებში საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელს ადმირალ ვოლტერ კარტერს შეხვდა. ადმირალმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. ანა დოლიძემ, თავის მხრივ, ქართველი კადეტების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის საზღვაო აკადემიის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილე ამერიკაში მყოფ ქართველ კადეტებს შეხვდა, კადეტებსა და საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად ისადილა და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.
"სწორედ ასეთი, დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდები უნდა იყვნენ რეფორმირებული ქართული შეიარაღებული ძალების და, ზოგადად, სახელმწიფოს განვითარების სულის ჩამდგმელნი და მთავარი დასაყრდენი ძალა. საქართველოს სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ასეთი თაობების შექმნას, სახელმწიფო სამსახურში ინტეგრაციას და მათი პოტენციალის სათანადოდ გამოყენებას,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge