png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ანი სირაძის ახალი იმიჯი და ერთ თვეში დაკლებული 10 კილო (ფოტოები)

  • ინტერვიუები
  • 29.08.2017
  • 14:43
ანი სირაძის ახალი იმიჯი და ერთ თვეში დაკლებული 10 კილო (ფოტოები)

საკუთარი ნებით ან სტილისტებისა და იმიჯმეიკერების მითითებებით მომღერლები და არამარტო, მუდმივად იცვლიან გარეგნობას. ისინი არჩევენ ახალ ვარცხნილობებსა და სამოსს სასურველი იმიჯის შესაქმნელად. ვიღაც ამას ხშირად აკეთებს, ვიღაც იშვიათად. ზოგს ეს გამოსდის წარმატებულად, ზოგს _ არა. გამომდინარე იქიდან, რომ სელებრითები მუდმივად ყურადღების ცენტრში იმყოფებიან, ისინი ყოველთვის აკონტროლებენ საკუთარ გარეგნობას, წონას, ჩაცმულობას და ა.შ. ასეთია მომღერალი ანი სირაძეც, რომელმაც სულ ახლახანს  შეიცვალა იმიჯი.

ანი სირაძე:

ბავშვობიდან ვარ ქერა და მაყურებელს ყოველთვის ქერა თმაში ვახსოვარ. ჩემს ბოლო იმიჯს რაც შეეხება, ეს ჩემთვის იყო მოულოდნელი, რადგან ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და გადავწყვიტე რომ თმა მუქად შემეღება. წავედი სტილისტთან, მითხრა არ გაბედო თმის შეღებვაო, მაგრამ მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა. სოციალურ ქსელში ჩემს ახალ იმიჯს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ყველას ძალიან მოეწონა ჩემი მუქი ფერის თმა.

ძალიან გიხდება ეს ცვლილება და შენ თვითონ, შავი ფერის თმა არ მოგწონს?

ვფიქრობ, რომ ქერა უფრო მიხდება და საერთოდ ბუნებრივობას ვანიჭებ უპირატესობას. გაოცებული ვარ იმით, რომ 100-დან 99 %-ს მოსწონს მუქი ფერის თმა. მომღერალ ნინი წიკლაურს იმდენად მოეწონა ჩემი თმის ფერი, რომ თმა ჩემი ხათრით შეიღება. მასაც მთელი ცხოვრება ქერა თმა აქვს.

შეღებვა თმის სტრუქტურას არ აზიანებს?

თმა შოკოლადისფრად შევიღებე, მუქი ფერის არ მაქვს. ნატურალური საღებავით შევიღებე, ამიტომ ადვილად გადავალ ქერა ფერზე და თმის სტრუქტურა არ დამიზიანდება.

რაც შეეხება თმის სიგრძეს...

უპირატესობას ყოველთვის გრძელ თმას ვანიჭებ. თმის სიგრძე უმნიშვნელოდ შევიმოკლე.

თმის მოვლის რა პროცედურებს მიმართავ?

ერთ-ერთი ბრენდის პროდუქციას ვიყენებ. შამპუნი, ბალზამი, ზეთები, ,,მასკები'' და ა.შ.

როგორც ვიცი, თმის ფერის შეცვლის გარდა, სხვა სიახლეც გაქვს. წონაშიც დაკლებული ხარ.

კი, მკაცრი დიეტის წყალობით ერთ თვეში 10 კილო დავიკელი. „იმედის დილის“ პირდაპირ ეთერში ვიყავი, შემდეგ რომ გადავახვიე გადაცემა და ვნახე გადაცემის სრული ჩანაწერი, გავგიჟდი, რადგან ძალიან მომატებული ვიყავი და ამიტომ გადავწყვიტე, რომ სასწრაფოდ დამეკლო წონაში.

რაიმე კონკრეტულ დიეტას იცავდი?

დუკანის დიეტაზე ვიყავი. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ როდესაც შედეგს ნელ-ნელა საკუთარი თვალით ვხედავდი, ამან უფრო სტიმული მომცა და ახლა ვარ სასურველ წონაზე.

primenewsgeorgia

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge