png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ADB-მ საქართველოს 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა

  • ეკონომიკა
  • 23.09.2015
  • 13:20
ADB-მ საქართველოს 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა, რათა დაეხმაროს მთავრობის რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს დანაზოგების და შიდა რესურსების გაზრდას და საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას შემოსავლების არათანაბარი განაწილების კუთხით არსებული პრობლემის გადასაჭრელად.

 „პროგრამა მხარს დაუჭერს მთავრობის სამოქმედო გეგმას, რათა მეტი თანხები გახდეს ხელმისაწვდომი სოციალური დაცვის პროგრამებისა და მცირე ბიზნესისათვის რეგიონში შექმნილი ეკონომიკური განვითარების ტემპის შენელების ფონზე“, - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის სახელმწიფო მართვის მთავარმა სპეციალისტმა ტარიკ ნიაზიმ.

 ბანკის ინფორმაციით, 2004-2014 წლებში საქართველოს ეკონომიკის საშუალო წლიური მაჩვენებელი 5.8%-ით გაიზარდა, მაგრამ რეგიონში და რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების ტემპის შენელებამ მთავრობა აიძულა, ნახევარზე მეტად, 2%-მდე შეემცირებინა 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

პროგრამა კიდევ უფრო გააძლიერებს მთავრობის ეკონომიკურ პოტენციალს ვალის მართვის კუთხით პროცესების გააქტიურების, გამჭვირვალობის გაზრდისა და საშუალოვადიანი ვალის მართვის სტრატეგიის დანერგვის გზით.

„ეს დაგვეხმარება შიდა ვალის ბაზრის განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ობლიგაციებისა და კაპიტალის ბაზრების გაფართოებას. ეს ასევე გაააქტიურებს ფინანსური რისკების მართვის პროცესს სხვადასხვა სახის რისკებთან გამკლავებისა და პირობითი ვალდებულებების უკეთ მართვა-შეფასების სტრატეგიის განხორციელების გზით“, - განაცხადა საქართველოში ADB-ის მუდმივ მოქმედი ოფისის დირექტორმა ქეითი ჯულიანმა.

მეტი შიდა დანაზოგების გამომუშავების მიზნით პროგრამაში წარმოდგენილია დამატებითი პენსიების სისტემა ფიქსირებული შენატანების საფუძველზე. ამ გზით მოხდება არსებული საპენსიო სისტემის ოპტიმიზაცია - სისტემისა, რომელზეც ამჟამად სახელმწიფო ხარჯების თითქმის 20% მოდის, მაგრამ რომელიც ძნელად თუ უზრუნველყოფს ბევრი ასაკოვანი ადამიანის სათანადოდ არსებობას - ისე, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს როგორც ცალკეული პირების, ასევე საზოგადოებისათვის, ამასთან გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს ფინანსური მდგრადობა.

 ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს დაფინანსების ხელმისაწვდომობას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, განსაკუთრებით კი იმ საწარმოებისა, რომელთა მართვასაც ქალები ახორციელებენ. გენდერული სამოქმედო გეგმა უზრუნველყოფს ეკონომიკურ საქმიანობაში ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების არსებობას და მომავალ მეწარმე ქალებს სთავაზობს ბიზნეს-ტრენინგებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge