png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

,,Agile Spirit 2017'' უმნიშვნელოვანესია ჩვენი სახელმწიფოებისა და საზოგადოებების მშვიდობიანი განვითარებისათვის - გიორგი მარგველაშვილ

  • პოლიტიკა
  • 03.09.2017
  • 17:52
 ,,Agile Spirit 2017'' უმნიშვნელოვანესია ჩვენი სახელმწიფოებისა და საზოგადოებების მშვიდობიანი განვითარებისათვის - გიორგი მარგველაშვილ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ,,Agile Spirit 2017'' გახსნა და წვრთნებში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართა. 

მრავალეროვნული სწავლება ,,Agile Spirit 2017'' საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით იმართება. წვრთნები სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი მიზანი ნატო-ს რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში, ან კრიზისებზე რეაგირებისათვის მზადყოფნა, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთქმედებების გაუმჯობესება, ქვეითი და მექანიზირებული ქვედანაყოფების შერწყმა, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის დახვეწაა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა წვრთნებში მონაწილე სამხედროებისადმი მიმართვისას განაცხადა, უმნიშვნელოვანესია საქართველოს როლი გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვაში.

,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით უდგება საკუთარ როლს გლობალური მშვიდობის გაღრმავების პროცესში. 

მე თავს ვხრი იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც წლების განმავლობაში ჩემი ქვეყნის და გლობალური უსაფრთხოების გამყარებას თავისი სიცოცხლე შესწირა. 

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც საქართველოში მიმდინარეობდა ჰიბრიდული ომი და ორგანიზებული მცდელობა იმისთვის, რომ გაეხლიჩათ ჩემი სამშობლო, ქართველი მშვიდობისმყოფელები თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართულნი იმ ღირებულებების განმტკიცებაში, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. 

ეს იყო კოსოვოც, ეს იყო ერაყიც, ეს არის ავღანეთიც, ეს არის ცენტრალური აფრიკაც. იქ, სადაც ქართველი მეომრები, ქართული ჯარი ამტკიცებს გლობალურ სტაბილურობას და მაღლა აღმართავს ჩვენი ქვეყნის დროშას. 

დღეს ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები. დღეს საქართველოში იხვეწება თქვენი უნარ-ჩვევები. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი იდგმება წინ, რომ საქართველო, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ხალხის დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი. 

კიდევ ერთხელ მივესალმები წვრთნას, რომელიც უკვე ტრადიციულია. Agile Spirit -  ლაღ სულს ნიშნავს და სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები ლაღად განვითარდეს, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება ლაღად განვითარდეს, ჩვენი საზოგადოებები და სახელმწიფოები მშვიდობიანად ვითარდებოდეს, დღეს თქვენი ერთად დგომა, თქვენი კოორდინაცია, თქვენი სიმტკიცე უმნიშვნელოვანესია'', - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი წვრთნების გახსნის ცერემონიას თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დავით რაქვიაშვილთან და გენშტაბის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა წვრთნებში მონაწილე ყველა ქვეყნას, საქართველოს პარტნიორებს და წვრთნების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge