png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საპატრიარქოს დაფინანსება უნდა შევწყვიტოთ - თამარ კორძაია

  • პოლიტიკა
  • 06.09.2017
  • 15:21
 საპატრიარქოს დაფინანსება უნდა შევწყვიტოთ - თამარ კორძაია

,,რესპუბლიკური პარტია” პრინციპულად ეწინააღმდეგება კანონის დარღვევით [კონკორდატის დარღვევით] ჩვენი კუთვნილი ქონების და მიწების თვითმმართველობების მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემას, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას” ღრმად სწამს, რომ საქართველოს განვითარების, ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საფუძველი დევს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერში „საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”.

მისივე თქმით, 2017 წლის ოქტომბერში ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს მკაფიო და მტკიცე არჩევანი, რომლითაც წინ აღუდგება: არაუფლებამოსილი საპატრიარქოს მონაწილეობას სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში და ამ გზით ქვეყნის განვითარების შეფერხებას

"სწორედ საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში მცხოვრები ადამიანების პრეროგატივაა საკუთარ რაიონში, საკუთარ უბანში საკუთარი საკითხების გადაჭრის გზების ძიება და არჩევა.

დემოკრატიული პროცესი მაშინ არის წარმატებული, როდესაც ის ქვემოდან, ადგილიდან იწყება.

”რესპუბლიკური პარტია” კვლავ სთავაზობს საზოგადოებას ძლიერ თვითმმართველობას, ქალაქების სტატუსის აღდგენას, მეორე დონის თვითმმართველობის შექმნას და რაც მთავარია, დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების არსებობას. რადგან, დემოკრატიული მმართველობის საფუძვლები, ადგილობრივ თვითმმართველობაში და ქვეყნის განათარების საწყისი ადგილობრივი დონეზე, ადგილზე მცხოვრები მოქალაქის მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღებაშია - ამიტომაც, თვითმმართველობის არჩევნები საერთო სახელმწიფოებრივი არჩევნებია!

2017 წლის ოქტომბერში ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს მკაფიო და მტკიცე არჩევანი, რომლითაც წინ აღუდგება: არაუფლებამოსილი საპატრიარქოს მონაწილეობას სახელისუფლებო გადაწყვეტილებებში და ამ გზით ქვეყნის განვითარების შეფერხებას;
ხელისუფლების შესაძლებლობას შევიდეს კორუფციულ გარიგებებში საპატრიარქოსთან და ამ გზით მიიტაცოს და განიმტკიცოს ძალაუფლება;
საკუთარი უფლებამოსილების წართმევას და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების შეფერხებას“, - განაცხადა კორძაიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge