png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩვენს ქალაქში კეთდება უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა - გიორგი ტყემალაძე

  • პოლიტიკა
  • 29.09.2017
  • 18:18
 ჩვენს ქალაქში კეთდება უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა - გიორგი ტყემალაძე

ჩვენს ქალაქში კეთდება უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა, ეს გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

"თბილისის ჩვენს ქალაქში კეთდება და აშენდება უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა, ეს გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა მარტივ მამრავლებლად დაშლილი "ნაციონალური მოძრაობა", რომელთაც არ აქვთ საზოგადოების მანდატი და მხარდაჭერა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩვენ ხელი შევუწყობთ იმას, რომ ტერიტორია, ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი სარეკრეაციო ზონა იყოს", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის საკითხს და აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის ექნება დამატებითი საპარკინგე სივრცე. 

"ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი პრიორიტეტია თბილისში შეიქმნას დამატებითი საპარკინგე სივრცეები და ზუსტად ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რათა ამ კომპანიამ მომავალში უკვე განახორციელოს მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა. მიუხედავად ჩვენი კონკრეტული გადაწყვეტილებებისა, რომელიც ჩვენ ქალაქზე და ჩვენ მოსახლეობაზე არის ორიენტირებული იყო მცდელობა გარკვეულად დებოშის მოწყობის და მათ სცადეს აღნიშნული სხდომის ჩაშლა", - განაცხადა ტყემალაძემ. 

მისივე თქმით, საკრებულოს რეგლამენტის დასაცავად კანონით დადგენილი ზომები იქნა მიღებული. 

"საკრებულოს სხდომის ჩაშლის უფლება ნამდვილად არ ჰქონდა არც ერთ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგას. სამწუხაროა ის, რომ კონკრეტულად ჩვენი მოსახლეობის მიმართ გადადგმულ ნაბიჯებზე და განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც აწუხებს თითოეულ ჩვენგანს. ამ საკითხების გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურ დღის წესრიგში გადაყვანილი და მათი მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის გამოყენების მცდელობა, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც თბილისელებს ექნებათ უმნიშვნელოვანესი სარეკრეაციო სივრცე და მიწისქვეშა ავტოსაგდომი", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. 

საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრას წინ უძღოდა ხმაური და დაპირისპირება. ვითარება საკრებულოში მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საკრებულოს სხდომის გადადება მოითხოვეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • 06:40
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
  • 11:01
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge