png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„ჰოლანდიის სოფლის ქალი“ - სალომე ზურაბიშვილი სანდრა რულოვსზე

  • ეს საინტერესოა
  • 13.11.2015
  • 14:31
„ჰოლანდიის სოფლის ქალი“ - სალომე ზურაბიშვილი სანდრა რულოვსზე

“საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პირველ ლედისთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.

“ეს არ ყოფილა თვით სანდრას სიტყვები არამედ მის გულშემატკივრების განცდების გამოხატვა როგორც ქვემოდ აღვნიშნე და საჯაროდ ბოდიშს ვიხდი შეცდომისაათვის და დაუზუსტებლობისათის ... მაგრამ შინაარსი მგონი უცვლელია ..

ქვეყნის ყოფილი "პირველი ლედი” (თუმცა ეს სახელი ნაკლებად მხიბლავს “დედ-უფალი” ან "პირველი მანდილოსანი", ან კიდევ სხვა რამ “ჩვენი” უფრო საინტერესო იქნებოდა , მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ კარგი სხვა არ დავარქვით რა) როცა აცხადებს თავის მასპინძელ ქვეყანაზე :"ამ ერმა საერთოდ დაკარგა სახე და ყველაზე დიდ კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა დედამიწაზე” ... როცა გვისაყვედურებს, რომ მან ეს ქვეყანა გაითავისა და არაფრად თვლის იმას, რომ ამ მრავალსაუკონოვან ქვეყანამ ასევე მიიღო ეს ჰოლანდიის სოფლის ქალი, ეს შეიძლება პირად წყენას დააბრალო თუმცა მიუღებელია ჩვეულებრივ ცივილიზებულ ქევყანათა შორის ურთიერთობებისთვის.....
მაგრამ როცა გვაყვედრის იმასაც რომ რწმენა შეიცვალა ... იმდენიც არ ესმის რომ მისი და ჩვენი რწმენა ერთი და იგივე ქრისტიანობაა და რომ საერთოდ ორ ჯერ მონათვლა ერთი ღმერთის წინაშე დიდი ცოდვაა, ეს უკვე მის უვიცობაზე მეტყველებს.... 
მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ის არის როცა საერთოდ “ერს” აბრალებს მასზე ცილისწმაებას ამ ორგანოებით ვაჭრობის ბრალდებების გამო.... ნამდვილად არ მიმაჩნია რომ ასეთი ბრალდება შეიძლებდოეს მტკიცებულების გარეშე , მაგრამ მაინტერესებს მის “პირველლედიობის დროს” რამდენი ადამიანაი სრულიად უდანაშაულო და ცრუ ბრალდებებით ციხეში ჩასმული და განადგურებული ან მოკლული და რომელზე გამოთქვა “ლედიმ" რამე წუხილი ან თუნდაც ინტერესი.... მაგალიტად ირინა ენუქიძეს მირებით თუნდაც !!!!!

ქალბატონო პირევლედიო, იმდენი უნდა იცოდეთ რომ ამ ქვეყნად არცერთი ერი, არც გერმანელები ებრაელების გაწყვეტაზე, არც ამერიკელები ინდოელების მოსპობაზე, არც რუსები თუნდაც საქართველოს ეკლესიების მოხატულობის ქირით წაშლაზე, არც ... არც ... არცერთ შემთხვევაში ერი არ ატარებს ასეთ პასუხისმგებლობას.... თუ რამე კონკრეტული პირები, როგორც მაგალითად თქვენი მეუღლეა (ან კიდევ პირადად თქვენ, რამეთუ არ გამოვრიცხავ თქვენც იყოთ ჩარეული მაგალითად გაუმართავ ყვიტელ ავტობუსების შემოყვანის სქემაში ან კიდევ საქართველოს ბაზარზე ჰოლანდიური ყვავილებით შევსებასა და ქართული ყვავილის გაქრობის საქმეებში) ... და მისი გარემოცვა ... მაგრამ ერის კოლექტიური პასუხისმგებლობა არ არსებობს ... ღვთის შვილმაც კი ჯვარზე რომ აცვეს არ დააკისრა ებრაელთა ერს ასეთი უმძიმესი პასუხისმგებლობა ... ვინ ხართ თქვენ რომ ამის უფლებას იღებთ თვქენ თავზე ... თან იმ ქვეყნის მიმართ რომელმაც გაგხადათ “ლედი” არაფრიდან... ზრდილობა ზრდილობა და აღზრდა ... სხვა ვერაფერს ვერც გეტყვით ... და სამეგრელოს და ზვიადის ხსენება არ გიშველით .... რამეთუ არა მგონია რომ თავის ერის გამლანძღველს ან ერთს გუშინ ან მეორეს დღეს პატივი ეცა...”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge