png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი

  • თავდაცვა
  • 24.10.2017
  • 19:01
 გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს ლევან იზორიამ  ბრიტანელ კოლეგასთან, სერ მაიკლ ფელონთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი, რაც  საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკის გაფართოებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. ლევან იზორიას განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მზადაა ქართველ პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა, რაც საქართველოში სტაბილურობას განამტკიცებას, ასევე ქართველი  სამხედროების განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა, ეწვიოს საქართველოს, რაც ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულებაა.

სერ მაიკლ ფელონმა ქართველ კოლეგას ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიამ ბრიტანელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ტრანსფორმაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია, მის იმპლემენტაციაში კი, დიდი წვლილი ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს მიუძღვით. თავის მხრივ, სერ მაიკლ ფელონმა უწყებაში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელია. როგორც ლევან იზორიამ განმარტა, გაერთიანებული სამეფო მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  (SNGP) ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში დღეს დასრულდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge