png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ნაოჭების გასანეიტრალებელი ხუთი ხერხი

  • ეს საინტერესოა
  • 23.09.2015
  • 16:10
ნაოჭების გასანეიტრალებელი ხუთი ხერხი

სახეზე ნაოჭები უცებ არ ჩნდება. ისინი წარმოიქმნებიან არასწორი მოვლის შედეგად: პატარა ხაზები ნელ-ნელა ღრმავდებიან, რომელთა დამალვაც შემდეგ შეუძლებელი ხდება. ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად საკმარისია სპეციალისტების რამდენიმე რჩევას დაუჯეროთ.

  1. ძილი

ძილი _ ეს ბუნებრივი პროფილაქტიკაა ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. ძილისთვის ყველაზე საუკეთესო დროა საღამოს 9 საათიდან ღამის 2 საათამდე. სწორედ ამ დროს ორგანიზმი მთლიანად აღიდგენს ძალებს. კანის რეგენერაციის პროცესი მხოლოდ ღამით ხდება. სრულფასოვანი ძილის არარსებობის შემთხვევაში კოლაგენის გამომუშავება ირღვევა.

  1. შეარჩიეთ შესაფერისი თეთრეული და ძილისთვის მოსახერხებელი პოზა

ტოპ-მოდელების ახალგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო ძალიან მარტივია: მათ უმეტესობას ცხოვრება აბრეშუმის თეთრეულის გარეშე ვერ წარმოუდგენია. აბრეშუმთან კანის ხახუნი მინიმალურია, ამიტომ კანი მნიშვნელოვნად ისვენებს და არ ტრავმირდება. თუ აბრეშუმი თქვენთვის წარმოუდგენელი ფუფუნებაა, შეგიძლიათ ის ატლასით შეცვალოთ, ან მხოლოდ აბრეშუმის ბალიშისპირით დაკმაყოფილდეთ.

მნიშვნელოვანია წოლის პოზაც. ხანგრძლივი ძილი მუცელზე ან გვერდზე ნაოჭების ფორმირებას იწვევს, ამიტომ შეეცადეთ, ზურგზე დაწვეთ.

  1. მენიუში ჩართეთ ცხიმიანი თევზი

თქვენთვის, ალბათ, ცნობილია მჟავა ომეგა 3-ის სასარგებლო თვისებების შესახებ. დარწმუნდით რომ თქვენს რაციონში შედის ორაგული, ვირთევზა და პალტუსი. სწორედ თევზის ეს სახეობები შეიცავს მჟავა ომეგა 3-ს, რომელიც აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას.

  1. თქვენი კანი გაამდიდრეთ С ვიტამინით

თქვენს მენიუში აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეული და ხილი, რომლებიც С ვიტამინს შეიცავს. შეარჩიეთ კოსმეტიკური პროდუქცია, რომელიც გაჯერებულია С ვიტამინით. ეს ვიტამინი არა მხოლოდ აძლიერებს იმუნიტეტს, არამედ იცავს უჯრედებს ნაადრევი დაბერებისგან და ააქტიურებს კანის რეგენერაციას.

  1. გამოიყენეთ მხოლოდ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც შეიცავს ალფა-მჟავას

ზამთარი ოპტიმალური დროა იმისთვის, რომ გამოიყენოთ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც შეიცავს ალფა-მჟავას. ზამთარში კანს ისე ძლიერად არ აზიანებს ულტრაიისფერი სხივები, როგორც ზაფხულში. მჟავას პილინგი მიმიკური ნაოჭების კორექტირების საუკეთესო მეთოდია და ახალი ნაოჭების გაჩენას აფერხებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge